3. ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45 1 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. შენიშვნა:
1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა, აგრეთვე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისთვის წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარეს.
7. თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა, პოლიციელი უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის შემოწმება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად.
9. ამ შენიშვნის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია უარი თქვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით გადაყვანაზე. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია პოლიციელის მიერ გამოწერილი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, მისი გამოწერიდან არაუგვიანეს 4 საათისა საკუთარი ნებით ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
11. პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანის შემთხვევაში მის მიერ ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა, პოლიციელის მიერ გამოწერილი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩაუტარებლობა ან ამ გამოკვლევის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება ჩაითვლება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად.
12. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების შედეგად დადგინდა პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტი, პირს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის ვადაში ჩაიტაროს აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი, მათ შორის, ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების უფლება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4191 – სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.359 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1895 – ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3538 – ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინება №1/16/770 – ვებგვერდი, 27.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1222 – ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება №1/3/1282 – ვებგვერდი, 03.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/697 – ვებგვერდი, 22.11.2024წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №501 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1621 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.