საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 53^3. მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა
Редакция №627 Сверено с действующей редакцией · 23 июн. 2026 г.
მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ექვსასიდან შვიდას ლარამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1981 – სსმ I, №19(26), 04.06.1999წ., მუხ.77
