საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 58. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა
1. წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
2. სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების დაცვის რეჟიმის დარღვევა, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და სამკურნალო დანიშნულების წყლის ობიექტებში სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, სადრენაჟო და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე.
3. წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენებიდან, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობებიდან წყლის დაბინძურება ან დანაგვიანება ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე.
