Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვება/ჩაყრა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 10 000 ლარის ოდენობით.
2.სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3.სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
4.სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნარჩენების დამუშავების ობიექტის გარეთ დამუშავება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
5.(ამოღებულია - 21.02.2024, №4041) . შენიშვნა : ამ მუხლის საჭიროებისათვის დანიშნული ექსპერტიზის ჩატარების ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა ექსპერტიზამ ნარჩენები სახიფათოდ ცნო, აანაზღაურებს პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ.
1. სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. [ 1. სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2020 წლის 3 აგვისტოდან)] 3. სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 4. სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნარჩენების დამუშავების ობიექტის გარეთ დამუშავება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 5. ნარჩენების მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით სახიფათო ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემა – გამოიწვევს ნარჩენების მფლობელი მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. შენიშვნა : ამ მუხლის საჭიროებისათვის დანიშნული ექსპერტიზის ჩატარების ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა ექსპერტიზამ ნარჩენები სახიფათოდ ცნო, აანაზღაურებს პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ