საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 61^1. წყალსარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესების დარღვევა
Редакция №627 Сверено с действующей редакцией · 23 июн. 2026 г.
1. წყლის მდგომარეობაზე ზეგავლენის მომხდენი ავარიული სიტუაციების, ზალპური წყალჩაშვების, სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება – გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე.
2. წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე. საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
