1.„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის მიერ არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან/და იურიდიული პირის მომსახურების მიღება – გამოიწვევს თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 2 000 ლარით.
3.„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან/და იურიდიული პირის მიერ მომსახურება – გამოიწვევს არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 400 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 1 000 ლარით.
4.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 800 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 000 ლარით. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4953 – ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3280 – ვებგვერდი, 05.07.2023წ .
