1.სახელმწიფო ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღკვეთის, მოქალაქეთა მაღალი შეგნებულობისა და დისციპლინის, კანონების მკაცრი დაცვის სულისკვეთებით აღზრდის ღონისძიებებს.
2.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და მუნიციპალიტეტები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უზრუნველყოფენ კანონების შესრულებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებების დაცვას, თავიანთ ტერიტორიებზე კოორდინაციას უწევენ ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოს მუშაობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობას, რომელთა მოვალეობაა ებრძოლონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.




