ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
Статья 16. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკა
1. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი საქმიანობის მიზნების, ამოცანებისა და მოვალეობების გათვალისწინებით აწარმოებენ ოფიციალურ სტატისტიკას საბჭოს მიერ დამტკიცებული/ აღიარებული საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე.
2. საქსტატი უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებთან კოორდინირებულ მუშაობას, გასცემს რეკომენდაციებს სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესახებ , ახორციელებს სტატისტიკის წარმოების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული ინფორმაციის გაცვლის კოორდინაციას და ხელს უწყობს დამტკიცებული სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის ეფექტიან იმპლემენტაციას. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6947 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი V. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა
