1.დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას − 1 500 ლარის ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით.
3.ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:
1.ამ მუხლის მიზნებისთვის აკუსტიკურ ხმაურში იგულისხმება „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აკუსტიკური ხმაური (მათ შორის, პიროტექნიკური ნაწარმის მიერ გამოცემული ხმაური).
2.ამ მუხლის მიზნებისათვის აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დგინდება „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.
3.ამ მუხლის მიზნებისათვის დღის საათებში იგულისხმება დრო 08:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო ღამის საათებში – დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე.
4.ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება არსებულ საავიაციო, სარკინიგზო (მათ შორის, მეტროპოლიტენის), საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1118 – ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3731– ვებგვერდი, 30.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №169 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.




