საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 79. 9 . გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე
1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №791 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1748 – ვებგვერდი, 24.06.2026წ.
