საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 79^9. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე
Редакция №627 Сверено с действующей редакцией · 23 июн. 2026 г.
1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 14 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №791 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
