საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 99. მასალების საკარანტინო შემოწმებისა და სათანადო დამუშავების გარეშე გატანა
სასაზღვრო საზღვაო პორტიდან (ნავმისადგომიდან), რკინიგზის სადგურიდან, ავტოვაგზლიდან (ავტოსადგურიდან), აეროპორტიდან და სხვა სასაზღვრო პუნქტიდან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი მასალების საკარანტინო შემოწმებისა და სათანადო დამუშავების გარეშე გატანა, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
