Статья 134. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებანი
ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით: ა) საქართველოს პარლამენტმა 1998 წლის 1 აპრილამდე, უზრუნველყოს „საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო მოხელეების თანამდებობრივი განაკვეთის შესახებ“, „სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების და თანამდებობათა სახელწოდებების შესახებ“ კანონების განხილვა და მიღება. ბ) ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს 1998 წლის 1 აპრილამდე,უზრუნველყოფს „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ“, „მოხელეთა იმ თანამდებობების შესახებ, რომელთა დანიშვნის უფლებით სარგებლობენ დაწესებულებათა ხელმძღვანელები“, „საკონკურსო-საატესტაციო კომისიების შესახებ“, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“, „მოხელეთა რეზერვის შესახებ,“ „მოსამსახურეთა საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ“ ნორმატიული აქტების მიღება. გ) 2006 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობამ მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს მთავრობის წევრთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პროექტი; დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესაბამისი საკანონმდებლო აქტის ამოქმედებამდე საქართველოს მთავრობის წევრთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით; ე) 2006 წლის 1 ივნისამდე საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადოს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს ამ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 81-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ბრძანებულებების პროექტები. ვ) საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2014 წლის 1 დეკემბრისა მიიღოს ამ კანონის 132 1 მუხლით გათვალისწინებული დადგენილება. საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი №1153-პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ. გვ.119 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98 საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2538 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
