Статья 19. დამატებითი მოთხოვნები სამსახურში მისაღებად
1. სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები დგინდება კანონით ან მის საფუძველზე. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება შემოიღოს დაწესებულების ხელმძღვანელმა (დაწესებულებამ) ან ზემდგომმა უფროსმა.
2. დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, მოხელის კვალიფიკაციის დასადგენად დაწესებულების ხელმძღვანელმა (დაწესებულებამ) შეიძლება შემოიღოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ნორმატიული აქტით.
3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლების მქონე შესაბამისი დაწესებულების (მისი ხელმძღვანელის) ნორმატიული აქტით. საქართველოს პარლამენტის აპარატის შემთხვევაში დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით. მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შემთხვევაში დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება გამგებლის/მერის სამართლებრივი აქტით, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №367-სსმI, №23, 23.06.2000წ., მუხ.58 საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3204-სსმI, №34, 09.07.2010წ., მუხ.204 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3764-სსმI, №62, 05.11.2010წ., მუხ.397 საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4089 - ვებგვერდი, 04.08.2015წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საჯარო სამსახურის შესახებ
