Статья 25. საჯარო სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები
1. სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს: ა) განცხადება; ბ ) Curriculum Vitae (CV); გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა; დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა – ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა; ვ) (ამოღებულია); ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
2. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის საფუძველი. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4260-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.420 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2222-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.322 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4122-სსმI,№76,29.12.2010წ.,მუხ.507 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4676 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6247 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 86 – ვებგვერდი, 03.04.2013წ.
