მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით); ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი; გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია , სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით; (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვები „პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია“) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/1277 – ვებგვერდი, 29.04.2022წ. დ) პარტიის წესდება; ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ; ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები; ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება იმავე პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელშიც (რომლებშიც) ასახულია განახლებული ინფორმაცია შესაბამის ფაქტთან დაკავშირებით. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის ორგანული კანონი № 5037 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის ორგანული კანონი №5143 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/1277 – ვებგვერდი, 29.04.2022წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.