1.პარტია ვალდებულია წესდებაში ან/და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს ამის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტი (დოკუმენტები).
2.თუ ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით ან პარტიის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია პარტიის ყრილობის მიერ სათანადო წესით მიღებული გადაწყვეტილება. ამ მიზნით ჩატარებულ ყრილობას ესწრება და მის ოქმს ამოწმებს ნოტარიუსი. არ არის სავალდებულო ნოტარიუსის დასწრება ყრილობის იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება ისეთ საკითხს, რომელზე მიღებული გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებაც გათვალისწინებულია ამ პუნქტით, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ ყრილობის ოქმში.
