მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
Статья 39^1. (ამოღებულია)
—
Сравнить редакции
1. პარტია, რომელიც 2028 წლამდე ჩატარებული პარლამენტის არჩევნების საფუძველზე, ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, მიიღებს დანამატს იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ პარლამენტის ბოლო არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული დანამატი გამოყენებული უნდა იქნეს პარტიის სტრუქტურული ერთეულის − ქალთა ორგანიზაციის საქმიანობისთვის. 2. თუ პარტია 2024 წლამდე ჩატარებულ პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა, საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ჯამური თანხა განისაზღვრება ამ კანონის 30-ე მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების შესაბამისად და ეს ჯამური თანხა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებზე თანაბრად იყოფა, თუ საარჩევნო ბლოკის წესდებით სხვა პროპორცია არ არის დადგენილი. ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ იმ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები მიიღებენ, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახა. 3. 2024 წლამდე ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან. 4. 2024 წლამდე ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ ამ პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №671 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. [მუხლი 39 1 (ამოღებულია) (ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის მომდევნო დღიდან) საქართველოს 2024 წლის 15 მაისის ორგანული კანონი №4159 – ვებგვერდი, 21.05.2024წ. მუხლი 39 2 ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაციასა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია 2024 წლის 1 იანვრამდე მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. მუხლი 39 3 1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა 2023 წლის 2 სექტემბრამდე არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დაადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის პარტიას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის განმეორებით დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს 2023 წლის 1 სექტემბრამდე ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი, ხოლო 2023 წლის 1 სექტემბრიდან − ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. ამასთანავე, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაზე ვრცელდება ამ კანონის 34 2 მუხლის შესაბამისი ნორმები, აგრეთვე სხვა სათანადო საკანონმდებლო ნორმები. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2476 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. თავი VI დასკვნითი დებულებანი
