Статья 40. შეზღუდული პარტნიორის (კომანდიტის) მიერ მოგების გამოყენება
Редакция №70 Сверено с действующей редакцией · 2 авг. 2021 г.
1. თუ წესდებით ან ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეზღუდულ პარტნიორს (კომანდიტს) აქვს მხოლოდ კუთვნილი მოგების მიღების მოთხოვნის უფლება. მას არ შეუძლია ამ მოგების მოთხოვნა, ვიდრე მისი შენატანი დათქმულ თანხაზე ნაკლებია.
2. შეზღუდული პარტნიორი (კომანდიტი) ვალდებული არ არის, დააბრუნოს მიღებული მოგება შემდგომი ზარალის გამო. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მეწარმეთა შესახებ
