საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 117. საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულების გამოქვითვა
Редакция №244 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული თანხა, აგრეთვე ერთობლივ შემოსავალში ასახული უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის (გარდა უძრავი ქონებისა)/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი, მაგრამ არაუმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (ამ მუხლით გათვალისწინებული გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტისა. საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №906 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
