Только для информации — не юридическая консультация.
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აღრიცხული მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს ამ რეესტრიდან ამონაწერი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამონაწერის მომზადებისათვის დადგენილ ვადაში და განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში . ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრებში რეგისტრირებული შეზღუდვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არსებული მონაცემების საფუძვლად გამოყენებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ასლები განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საფასურის გადახდის გარეშე.
3. რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა.
4. თუ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არ არის დაცული ინფორმაცია ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა (პირებისა) და რეგისტრირებული პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ, სააგენტო მიმართავს უფლებამოსილ პირს/ორგანოს ამ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. თუ უფლებამოსილი პირი/ორგანო ასევე ვერ ახორციელებს ამ პირთა იდენტიფიცირებას, მარეგისტრირებელი ორგანო ამონაწერს ამზადებს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეესტრებში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით. ასეთ შემთხვევაში ამონაწერში ასევე აისახება ინფორმაცია ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა (პირებისა) და რეგისტრირებული პარტნიორის/დამფუძნებლის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მეწარმეთა შესახებ