საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. მარეგისტრირებელი ორგანო ამ თავით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონებით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლა ხდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი წესით. 2 1 . იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლის წესს, რომლის დამფუძნებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო, გარდა მეწარმე სუბიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლებისა, იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს; ბ) არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.370 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №887 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი