1.კერძო საავტომობილო გზის მოწყობა ნებადართულია.
2.სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით ან გზების მონაკვეთებით სარგებლობის საფასურის დაწესება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ორ დასახლებულ პუნქტს შორის არსებობს პარალელური უფასო გზა.
3.გზებით ან გზების მონაკვეთებით სარგებლობის საფასური განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამოიყენება ამავე გზების ან გზების მონაკვეთების მოვლა-შენახვისა და განვითარებისათვის. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54
