1.ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტების, მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯზე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით, ისე კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან.
