„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 11. სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შრომითი ურთიერთობები
1. სამეცნიერო პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
2. დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს ან დაინიშნოს პირი, რომლის ასაკი 65 წელს აღემატება. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არჩეული/დანიშნული პირის უფლებამოსილების შეწყვეტას. 2 1 . საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული დაწესებულების მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ასაკობრივი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ დაწესებულების სამეცნიერო საბჭო.
3. სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) (ამოღებულია - 27.11.2015, №4584); ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4584 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
