Статья 40. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება : უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ( რექტორის ), ადმინისტრაციის ხელმძღვანელის , ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის და დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობები , აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები .
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს მის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლისთვის, რომელსაც ამ დაწესებულებაში ეკავა აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა, საკუთარი ბიუჯეტიდან (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან, გარდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის სახით მიღებული თანხებისა) ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა. ანაზღაურების წესსა და პირობებს ადგენენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 თებერვლის კანონი №3051 – ვებგვერდი, 26.02.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
უმაღლესი განათლების შესახებ
