„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 23. საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა
საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა ხორციელდება: ა) სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მათ შორის, ერთობლივი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) შესრულებით და სამეცნიერო-ტექნოლოგიებითა და დამუშავებათა განხორციელებით, ერთობლივი სამეცნიერო ჯგუფების სამეცნიერო ინფორმაციითა და სამეცნიერო მოწყობილობით ერთობლივი სარგებლობის ცენტრებისა და სხვა ურთიერთმისაღები ფორმის ორგანიზაციების შექმნით; ბ) სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლით და საერთაშორისო ან უცხო ქვეყნების ფონდების რესურსებისა და მონაცემების ბაზების გამოყენებით; გ) საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო კონგრესების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კოლოკვიუმების მოწყობით; დ) მეცნიერების, სამეცნიერო-ტექნიკური კადრების, სტუდენტების გაცვლის გზით სპეციალისტების ერთობლივი მომზადებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებებში. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3029 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №351 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3837 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. მუხლი 24. დაწესებულებათა საერთაშორისო თანამშრომლობა 1. დაწესებულებებს აქვთ უშუალო საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის უფლება.
2. სამეცნიერო დაწესებულებათა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის წესი განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით (შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410
