„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 7. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საზოგადოებრივი სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანებების ურთიერთობა
1. სახელმწიფო ქმნის სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობისათვის ხელშემწყობ პირობებს და მოიზიდავს მათ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, ძირითად გადაწყვეტილებათა მოსამზადებლად და შესასრულებლად.
2. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების), სამეცნიერო გამოკვლევევებისა და დამუშავების დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად იწვევენ სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებრივ გაერთიანებათა წარმომადგენლებს და მათთან თანამშრომლობით მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას ახალ ტექნოლოგიათა და პროდუქციის ახალ სახეობათა უსაფრთხოების, ეკოლოგიური სისუფთავის, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14
