ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ
Статья 4. სახიფათო ნარჩენებისა და არასახიფათო ნარჩენების იდენტიფიკაცია
1. ამ კანონის მიზნებისათვის სახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება: ა) ბაზელის კონვენციის I დანართით განსაზღვრული, კონტროლირებადი ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით; ბ) ბაზელის კონვენციის II დანართით განსაზღვრული, განსაკუთრებული განხილვისადმი დაქვემდებარებული ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით; გ) ბაზელის კონვენციის VIII დანართით განსაზღვრული ნარჩენები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით; დ) ნარჩენების ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნარჩენები.
2. ამ კანონის მიზნებისათვის არასახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება: ა) ბაზელის კონვენციის IX დანართით განსაზღვრული ნარჩენები, თუ მათ არ აქვთ იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებები; ბ) ნარჩენების ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული არასახიფათო ნარჩენები.
3. ბაზელის კონვენციის დანართებსა და ნარჩენების ნუსხას შორის ნარჩენების სახიფათო თვისებებთან დაკავშირებით განსხვავებული რეგულაციების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება რეგულაციებს შორის უმკაცრესი. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
