ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ
Статья 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1. ბაზელის კონვენცია – 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენცია „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“.
2. ნარჩენი – ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული ნარჩენი.
3. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა – ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი.
4. ნარჩენების იმპორტი – ნარჩენების შეტანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა.
5. ნარჩენების ექსპორტი – ნარჩენების გატანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიიდან, გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა.
6. ნარჩე ნების ტრანზიტი – ნარჩენების ტრანსსასაზღ ვრო გადაზიდვა ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს (იმპორ ტის და ექსპორტის სახელმწიფოების გარდა) ტერიტო რი ის გავლით.
7. განთავსება – ბაზელის კონვენციის IV „A“ დანართით გათვალისწინებული ოპერაციები.
8. აღდგენა – ბაზელის კონვენციის IV „B“ დანართით გათვალისწინებული ოპერაციები.
9. შუალედური აღდგენა – ბაზელის კონვენციის IV „B“ დანართით გათვალისწინებული R12 და R13 ოპერაციები.
10. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
