1.იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომელიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას უზრუნველყოფს, სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, მათ შორის, ზოგადი განათლების დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, აფინანსებს შესაბამისი დარგობრივი სამინისტრო. 1 1 . იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, სამინისტრომ და შესაბამისად საქართველოს კულტურის სამინისტრომ ან საქართველოს სპორტის სამინისტრომ შეიძლება ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 1 2 . იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომელიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად სამხედრო მომზადებას ახორციელებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს. ეს დაწესებულება: ა) გაივლის ავტორიზაციას მინისტრის მიერ დადგენილი წესით; ბ) ფინანსდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან. [1 2 . იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომელიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად სამხედრო მომზადებას ახორციელებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ამტკიცებს მის წესდებას და ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე უფლებამოსილია განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. ეს დაწესებულება: ა) გაივლის ავტორიზაციას მინისტრის მიერ დადგენილი წესით; ბ) ფინანსდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან; გ) ახორციელებს სწავლებას ზოგადი განათლების საბაზო საფეხურსა (IX კლასიდან) და საშუალო საფეხურზე (გარდა XII კლასისა). (ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდან)] 1 3 . საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: ა) ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისთვის შეიმუშავებს სამხედრო მომზადების სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას; ბ) ნიშნავს ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დირექტორს ან/და სამხედრო ხელმძღვანელს და სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ისე სამოქალაქო პირები.
2.ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ სამხედრო, პროფილური სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ზედამხედველობს დარგობრივი სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1631 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6905 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3524 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3825 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №83 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1353 - ვებგვერდი, 05.02.2026წ.

