Статья 8^5. საქართველოს სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სასპორტო უმაღლესი განათლების სფეროში
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საქართველოს სპორტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით: ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ და მის მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს; ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება მტკიცდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად; გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს; დ) პასუხისმგებელია საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; ე) უზრუნველყოფს სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამულ დაფინანსებას; ვ) მონაწილეობს სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
უმაღლესი განათლების შესახებ
