Статья 46. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
პედაგოგიური საბჭო: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს; ა 1 ) საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას; ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო მასალას, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას; [ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, ზოგადი განათლების საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სასწავლო მასალის ნუსხას; (ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდან)] ბ 1 ) ირჩევს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორს; გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში; დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში. საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4734 - ვებგვერდი, 22 . 0 6 . 2011წ. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5349 - ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4619 - ვებგვერდი, 22.12.2015წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1353 - ვებგვერდი, 05.02.2026წ. თავი X. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა თვითმმართველობა
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ზოგადი განათლების შესახებ
