1.დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა, როგორც წესი, მოიწვევა არანაკლებ წელიწადში ერთხელ. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისივე დავალებით დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
2.დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი სხდომის გამართვამდე ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.
3.დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას ესწრება სკოლის დირექტორი, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.
4.დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობა. დამოუკიდებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5.დამოუკიდებელი საბჭო განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
6.დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.
7.დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მომზადების, მოწვევისა და წარმართვის წესები განისაზღვრება დამოუკიდებელი საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
