Статья 56^1. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი
1. ( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) .
2. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად.
3. ( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) .
4. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებენ ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და ახორციელებენ აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
5. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებისა და წესის განსაზღვრის მიზნით საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო მონაწილეობენ მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამების რეგისტრაციის დებულების იმ ნაწილის შემუშავებაში, რომელიც ეხება შესაბამისად სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1631 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3243 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3825 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №83 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
