Статья 1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი
1. ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვის და შემდგომი მოვლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში-ტექნიკური რეგლამენტი) მიზანია უზრუნველყოს გარემოზე, განსაკუთრებით ზედაპირულ წყლებზე, მიწისქვეშა წყლებზე, ნიადაგსა და ატმოსფერულ ჰაერზე (სათბური აირების ეფექტის ჩათვლით) და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაგავსაყრელის თანმხლები უარყოფითი ზემოქმედების პრევენცია ან მაქსიმალურად შემცირება, ნარჩენებისა და ნაგავსაყრელისთვის საოპერაციო და ტექნიკური მოთხოვნების, ზომებისა და პროცედურების დაწესებით, ნარჩენების განთავსებიდან ნაგავსაყრელის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
2. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილია: ა) ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და დახურვის შემდგომი პროცედურების ტექნიკური წესები და ინსტრუქციები; ბ) არსებული ნაგავსაყრელების (რომლებსაც არ აქვს ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა) ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნები; გ) ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების პროცედურა, კრიტერიუმები და ნარჩენების მიწისქვეშ განთავსების უსაფრთხოების მოთხოვნები.
