Статья 1^4. ნაგავსაყრელის გეოლოგიური ბარიერის შერჩევის პირობები
1. ნაგავსაყრელისათვის სათანადო გეოლოგიური ბარიერის შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) საკმარისი მზიდუნარიანობა და მდგრადობა ნარჩენების განთავსებით შექმნილი დატვირთვის შედეგად ძირის დაწევის გამოსარიცხად; ბ) ნაგავსაყრელზე დაგროვილი ნარჩენებიდან დაბინძურების გაჟონვისა და მიგრაციის შესაკავებლად საჭირო თვისებები.
2. ნაგავსაყრელის გეოლოგიური ბარიერი უნდა იყოს სტრუქტურულად მყარი და ხელს უწყობდეს ნაგავსაყრელის გარემოსდაცვითი უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას: ა) ნაგავსაყრელის გეოლოგიური ბარიერისა და გვერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სათანადო შემოწმების ჩატარება მოსალოდნელი დატვირთვების სხვადასხვა კომბინაციებზე. ბ) მოსალოდნელი დეფორმაციები (დაწევა საკუთარი სიმძიმის გამო, ჯდენა და სხვ.) უნდა დადგინდეს მოდელირებით. დეფორმაციების შეფასების შედეგები დასტურდება ან კორექტირდება ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ნაგავსაყრელის რეალური ჯდენის შესწავლა-დაკვირვებით და გაზომვით, რომელიც ხორციელდება ნაგავსაყრელის ტერიტორიის თითოეულ 3 ჰა-ზე განთავსებულ ნიშნულებზე დამყარებული გეოდეზიური კვლევებით.
