კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
Статья 14. მსხვილმასშტაბიანი მიწის სამუშაოების განხორციელების აუცილებელი პირობები
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარიერის დამუშავებაზე და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს დადებითი დასკვნის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს დასკვნის საფუძველია შესაბამისი ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს მიწის სამუშაოების განხორციელებით დაინტერესებული პირი.
3. მიწის სამუშაოების განხორციელებით დაინტერესებული პირი ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს დოკუმენტაცია ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის შესახებ. კვლევა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ა) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევა – სამუზეუმო და საარქივო (ისტორიული რუკები და გენერალური გეგმები, ისტორიული საკადასტრო და ნაგებობების გეგმები) მასალების მოძიება და ანალიზი, ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული კვლევა შესაბამისი წყაროების მითითებით, არქივებში დაცული საკვლევი ტერიტორიის ფოტომასალის, კოსმოსური და აეროფოტომასალების მოძიება, დეშიფრირება, მათი არსებული მდგომარეობის ფოტოფიქსაციის მასალების და მათი საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი; ბ) საველე-საკვლევი და წინასწარი კამერალური სამუშაოები: დაზვერვითი შურფების განლაგების სქემა და გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:25, 1:20), სტრატიგრაფიის ჩვენებით.
