Статья 2^2. გამათანაბრებელი ფენა
Редакция №4 Сверено с действующей редакцией · 6 авг. 2025 г.
1. გამათანაბრებელი ფენა ეწყობა განთავსებული ნარჩენების ზედაპირზე მას შემდეგ, რაც ნარჩენების მასა მიაღწევს საპროექტო სიმაღლეს და უზრუნველყოფს: ა) გარემოს დაცვას ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის პროცესში ნარჩენების მასის ზედაპირზე ნიადაგის დაყრით; ბ) ზედაპირის საიზოლაციო ფენის სხვა ელემენტების სტრუქტურული დატვირთვის თანაბარ გადანაწილებას ნარჩენების მასაზე; გ) აირების შემკრებ ფენაში ნარჩენებიდან გამოყოფილი აირების დრენაჟს.
