Статья 76
1. სანავსადგურე ერთეული ნაოსნობის უსაფრთხოებისა და სანავსადგურე ერთეულში მომსახურების დადგენილ ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით პასუხისმგებელია: ა) ნავმისადგომებთან გემების უსაფრთხო დგომის პირობების დაცვისთვის; ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების გამართულობისთვის; გ) სანავსადგურე ერთეულის მფლობელობაში არსებულ კავშირგაბმულობისა და ელექტრორადიოსანავიგაციო საშუალებათა გამართულობისთვის; დ) სანავსადგურე ერთეულის საკუთრებაში არსებული სანავიგაციო ნიშნების გამართულობისთვის; ე) საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისთვის; ვ) ნავსადგურის წესების დაცვისთვის; ზ) სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში სისუფთავისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესრულებისთვის; თ) გემიდან ნავთობშემცველი მასების მიღებისთვის; ი) გემიდან ფეკალური მასების, ნაგვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მავნე სხვა ნივთიერებების მიღებისა და უტილიზაციისთვის; კ) კატასტროფის შედეგად უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანებისთვის შესაბამისი პირველადი დახმარების აღმოჩენისთვის; ლ) ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მითითებების შესრულებისთვის.
2. სანავსადგურე ერთეული ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობებს ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
