Статья 20. სადრენაჟო სისტემა ( სადრენაჟო ფენა )
1. სადრენაჟო სისტემა განკუთვნილია ნაგავსაყრელის ფსკერიდან გამონაჟონის შესაგროველად და მოსაშორებლად. სადრენაჟო სისტემა უნდა შედგებოდეს ჰორიზონტალური სადრენაჟო ფენისა და სადრენაჟო მილების ქსელისგან და ჰქონდეს შემდეგი ფიზიკური მახასიათებლები: ა) ჰორიზონტალური სადრენაჟო ფენა შედგება 0.50 მ-ზე მეტი სისქის მქონე გარეცხილი ხრეშის ფენისგან 1x10 -3 მ/წმ-ის ტოლი ან მეტი ფილტრაციის კოეფიციენტით, ნაგავსაყრელის ხანგრძლივი ექსპლუატაციის პროცესში და დატვირთვის პირობებში საკუთარი ფუნქციისა და მდგრადობის შენარჩუნების მიზნით. სადრენაჟო ფენაში გამოყენებული მასალის გრანულომეტრული შემადგენლობა უნდა მერყეობდეს 16-32 მმ-ის ფარგლებში. გადახრის შემთხვევაში ფორების ფრაქციის მაქსიმალური მოცულობა უნდა იყოს 16-32 მმ-ის ფარგლებში. სადრენაჟო მასალაში კალციუმის კარბონატის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს წონის 20%-ს; ბ) ჰორიზონტალური მილსადენის ქსელი უზრუნველყოფს გამონაჟონის მოშორებას ნაგავსაყრელის ფსკერიდან. იქ, სადაც შესაძლებელია, ჰორიზონტალური მილსადენის მოხვეულ მონაკვეთებთან უნდა მოეწყოს საკონტროლო ჭები. გათვალისწინებული უნდა იყოს მათი სათანადო ფუნქციონირების აუცილებლობა ნაგავსაყრელის სასიცოცხლო ციკლის ოპერირებისა და დახურვის შემდგომი მოვლის ეტაპების დროს. ჰორიზონტალური მილსადენის მოსაწყობად გამოყენებული მილები და შემაერთებელი კომპონენტები უნდა შეესაბამებოდნენ გამონაჟონის განსხვავებულ ნაკადებს, ჰქონდეთ საკმარისი სტრუქტურული სიმყარე და სადრენაჟო სისტემის ფუნქციაზე გამონაჟონის ქიმიური და ბიოლოგიური ზემოქმედების მიმართ გამძლეობა; გ) ნაგავსაყრელის ფსკერიდან გამონაჟონის გამყვანი მილსადენი, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული მისი შეღწევა ნაგავსაყრელის საფენის სისტემაში.
