წყლის რესურსების მართვის შესახებ
Статья 11. წყლის ობიექტის დაცვითი ზონა
1. წყლის ობიექტის დაცვით ზონას (წყალდაცვით ზონას) განეკუთვნება: ა) წყალდაცვითი ზოლი – ტერიტორია, რომელიც ესაზღვრება წყლის ობიექტს და რომელზედაც დადგენილია ამ ტერიტორიის საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელების სპეციალური რეჟიმი. წყალდაცვით ზოლს, მათ შორის, მიეკუთვნება მდინარის, ტბის, წყალსაცავისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლები, მაგისტრალური არხებისა და სხვა არხების გასხვისების ზოლები; ბ) სანიტარიული დაცვის ზონა – ტერიტორია, რომელიც განთავსებულია სასმელი წყლის აღების, სამკურნალო მინერალური წყლის, მიწისქვეშა ან ზედაპირული წყაროს (სასმელიწყლის წყალმომარაგების ობიექტები) ირგვლივ და რომელზედაც დადგენილია ამ ტერიტორიის საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოყენების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა სამეურნეო (მათ შორის, საკურორტო-ბალნეოლოგიური) საქმიანობის განხორციელების სპეციალური რეჟიმი.
2. წყლის ობიექტის წყალდაცვითი ზოლის საზღვრის დადგენის წესი, მათ შორის, ამ ზოლში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალი, საქმიანობის განხორციელების პირობები და რეჟიმი განისაზღვრება „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალს და საქმიანობის განხორციელების წესს შეიმუშავებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. თავი IV წყალსარგებლობა
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
წყლის რესურსების მართვის შესახებ
