Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.შესაბამისი კატეგორიის ნაგავსაყრელზე მისაღები ნარჩენების სახეობების განსაზღვრის მიზნით, ნარჩენების შემოწმება ხორციელდება სამ ეტაპად: ძირითადი მახასიათებლების დადგენა, შესაბამისობის შემოწმება და ადგილზე შემოწმება.
2.ძირითადი მახასიათებლების დადგენა: ა) ნარჩენების მფლობელი ნაგავსაყრელის ოპერატორს განსახილველად და მისაღებად წარუდგენს ნარჩენების ძირითადი მახასიათებლების ანალიზს; ბ) ძირითადი მახასიათებლების დადგენა ხდება ანალიზის საერთაშორისოდ მიღებული მეთოდოლოგიით და პროცედურებით, რომლებიც განსაზღვრავენ ნაგავსაყრელის პირობებში მოკლე და ხანგრძლივ პერიოდში საკვლევი ნარჩენების თვისებებს, გამონაჟონის ან/და ნარჩენების შემადგენლობას და მახასიათებლებს; გ) იმისათვის, რომ ნარჩენი ჩაითვალოს მისაღებად, ძირითადი მახასიათებლებით იგი უნდა აკმაყოფილებლდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით განსაზღვრულ ნარჩენების მიღების შესაბამის კრიტერიუმებს და სანებართვო პირობებს.
3.შესაბამისობის შემოწმება მოიცავს გამარტივებული პროცედურებით ნარჩენების პერიოდულ შემოწმებებს ძირითად მახასიათებლებთან მათი თავსებადობის დასადგენად. ნაგავსაყრელის ოპერატორი სულ მცირე წელიწადში ერთხელ ატარებს შესაბამისობის შემოწმებას.
4.ადგილზე შემოწმება მოიცავს ნაგავსაყრელზე მისაღები ნარჩენების თითოეული ნაკადის ვიზუალურ შემოწმებას, იმის დასადასტურებლად რომ მიღებული ნარჩენები სწორედ ის ნარჩენებია, რომლებმაც გაიარეს ძირითადი მახასიათებლების დადგენისა და შესაბამისობის შემოწმების პროცედურა. პერსონალი, რომელიც ატარებს შემოწმებას, უნდა ერკვეოდეს ნარჩენების თითოეული ნაკადის იმ ხილულ ფიზიკურ მახასიათებლებში, რომლებიც ადგილზე უნდა გამოვლინდეს ნარჩენების მიღების ეტაპზე.
5.შემოწმების შედეგები და ანგარიშები ინახება ნაგავსაყრელის ოპერატორთან სულ მცირე 3 წლის განმავლობაში და წარედგინება სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში.
Изменения, которые прошла эта статья
Waste acceptance criteria now explicitly reference Annex criteria within the technical regulations and conditions of the environmental decision.
акт об изменении №6600442Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.