Статья 34. ნარჩენების მიღების პროცედურა
1. ნარჩენების მფლობელი ნარჩენების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციას წარუდგენს ნაგავსაყრელის ოპერატორს (მიწოდებამდე ან მიწოდებისას, ან პირველი მიწოდებისას მრავალჯერადი მიწოდების შემთხვევაში, თუ ნარჩენების სახეობა უცვლელია) შესაბამისი კატეგორიის ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმებთან და სანებართვო პირობების შესაბამისობის დასადასატურებლად.
2. ნაგავსაყრელის ოპერატორი ახორციელებს: ა) დოკუმენტაციის შემოწმებას; ბ) ნარჩენების რაოდენობის დადგენას საპლატფორმო სასწორის მეშვეობით; გ) ნარჩენების ვიზუალურ შემოწმებას მიღებისას და განთავსებისას; დ) ნარჩენების ნიმუშების აღებას შემთხვევითი შერჩევის გზით; ე) მიღებული და დამუშავებული ნარჩენების შესახებ აღრიცხვა-ანგარიშგებას ,,ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
3. ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია აცნობოს სამინისტროს: ა) ნარჩენების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში; ბ) ისეთი ნარჩენების მიწოდების შესახებ, რომელთა იმპორტი აკრძალულია ,,ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
