Статья 36. კონტროლის და მონიტორინგის გეგმის მიზანი
1. კონტროლის და მონიტორინგის გეგმის მიზანია ნაგავსაყრელის ოპერირებისა და დახურვის შემდგომი მოვლის განმავლობაში მონიტორინგის მინიმალური მოთხოვნების დაწესება შემდეგი საკითხების შესამოწმებლად: ა) ნაგავსაყრელზე განსათავსებლად მიიღება ისეთი ნარჩენები, რომლებიც შეესაბამება აღნიშნული ნაგავსაყრელის კატეგორიისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს; ბ) ნაგავსაყრელზე ოპერირების პროცესები მიმდინარეობს სანებართვო პირობების შესაბამისად; გ) გარემოსდაცვითი სისტემა გამართულად ფუნქციონირებს; დ) სრულდება სანებართვო პირობები.
2. მონიტორინგის ღონისძიებები უნდა მოიცავდეს იმ მინიმალურ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია ნარჩენებთან და ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ქმედებების, მათ შორის, ზედა და ქვედა საფენების და გამონაჟონისა და აირების შემკრები სისტემების ფუნქციონირების (იმ შემთხვევებში, სადაც ეს სისტემები აუცილებელია) საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და კონტროლისათვის.
3. გარემოსა და მისი პარამეტრების საკონტროლო ინდიკატორების მონიტორინგი ხორციელდება სანებართვო პირობების შესაბამისად.
