Статья 6. ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსება
1. ნაგავსაყრელზე აკრძალულია შემდეგი სახის ნარჩენების განთავსება: ა) თხევადი ნარჩენები; ბ) ნარჩენები, რომლებიც ნაგავსაყრელზე არსებობის პირობებში ფეთქებადი, კოროზიული, მჟანგავი, ადვილად აალებადი ან აალებადია ნარჩენების მართვის კოდექსის III დანართში არსებული სახიფათო ნარჩენების განმსაზღვრელი მახასიათებლების შესაბამისად; გ) საავადმყოფოებისა და სხვა სამკურნალო/სამედიცინო ობიექტების (მათ შორის ვეტერინარული დაწესებულებები) წარმოქმნილი ინფექციური ნარჩენები, რომლებიც შეესაბამებიან ნარჩენების მართვის კოდექსის III დანართის H9 პუნქტით განსაზღვრულ მახასიათებელს; დ) გამოყენებული მთლიანი საბურავები (გარდა ველოსიპედის საბურავებისა, ნაგავსაყრელის მოწყობის პროცესში საინჟინრო მასალად გამოყენებული საბურავებისა და დაქუცმაცებული საბურავებისა); ე) ნებისმიერი სხვა სახის ნარჩენი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით განსაზღვრულ ნაგავსაყრელზე მიღების კრიტერიუმებს.
2. აკრძალულია ნარჩენების შერევა ან გაზავება, ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით.
