Редакция №4 Сверено с действующей редакцией · 6 авг. 2025 г.
1. თუ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია შეუთანხმოს სამინისტროს ნაგავსაყრელის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმა.
2 . შესაბამისობაში მოყვანის გეგმა, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგს: ა) ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობას, ისტორიულ ინფორმაციას ნაგავსაყრელის ტერიტორიისა და ნაგავსაყრელის ოპერატორის შესახებ; ბ) ნაგავსაყრელის პროექტს, რომელიც მიიღება შესაბამისობაში მოყვანის განხორციელების მიზნით; გ) ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მისაღები და წარსულში მიღებული ნარჩენების მახასიათებლებს, მათ შორის ნარჩენების კოდებს „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად; დ) ნაგავსაყრელის ტერიტორიის აღწერას, სენსიტიური რეცეპტორების: ახლომდებარე დასახლებების, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ობიექტების, სასმელი წყლის წყაროებისა და დაცული ტერიტორიების აღწერას; გამონაჟონის შეგროვებისა და დამუშავების სისტემის აღწერას; ე) ინფორმაციას ნაგავსაყრელის ტერიტორიის გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური მახასიათებლების შესახებ; ვ) ნაგავსაყრელის შემოთავაზებულ კატეგორიას; ზ) ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების არსებული და შემოთავაზებული პროცედურებისა და კრიტერიუმების აღწერას; თ) ნაგავსაყრელის ოპერირების შედეგად გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების საფრთხეების შეფასებას; ი) ნაგავსაყრელის სასიცოცხლო ციკლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას მის ფიზიკურ ტევადობასა და განსათავსებელი ნარჩენების დაგეგმილ მოცულობებზე დაყრდნობით; კ) ნაგავსაყრელზე მოქმედი საექსპლუატაციო და ტექნიკური პროცედურების, აგრეთვე გარემოსდაცვითი პარამეტრებისა და ზემოქმედებების მონიტორინგისა და კონტროლის აღწერას; ლ) შესაბამისობაში მოყვანის ღონისძიებების აღწერას და ეტაპებს; მ) შესაბამისობაში მოყვანის გეგმის შეთანხმების და განხორციელების შემდეგ ნაგავსაყრელის ფუნქციონირების კონტროლისა და მონიტორინგისთვის გათვალისწინებულ ღონისძიებებს; ნ) ნაგავსაყრელის დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის ღონისძიებებს.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების მართვის კოდ…
Только для информации — не юридическая консультация.
Статья 41 — შესაბამისობაში მოყვანის გეგმა | „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
3. არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და სამინისტრო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმიანობის მოთხოვნილი ვადით გაგრძელების შესახებ, ფუნქციონირებას განაგრძობს და მასზე სრულად ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.
4.არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს არ შეიცავს, მაგრამ მისი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია, ფუნქციონირებას განაგრძობს წარმოდგენილი გეგმისა და სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. დანართი ნაწილი I. ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების პროცედურა 1.
1. ძირითადი მახასიათებლების დადგენა 1.1.1. ნარჩენების ძირითადი მახასიათებლების დადგენა წარმოადგენს ნარჩენების მიღების პროცედურის პირველ ეტაპს, რომელიც მოიცავს ნარჩენების სრულ აღწერილობას – აუცილებელი ინფორმაციის შეგროვების გზით ნარჩენების გრძელვადიან პერიოდში მათი უსაფრთხო განთავსებისთვის. ნარჩენების ძირითადი მახასიათებლების დადგენა აუცილებელია ნარჩენების ყველა სახეობისთვის, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა. ნარჩენების ძირითადი მახასიათებლების დადგენა მოიცავს: ა) ძირითად ინფორმაციას ნარჩენების შესახებ, მათ შორის სახეობის, წარმოშობის, შემადგენლობის, კონსისტენციის, ჟონვადობისა და ნარჩენებითვის დამახასიათებელი სხვა თვისებების შესახებ; ბ) ძირითად ინფორმაციას კონკრეტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსების შემდეგ გამოვლენილი თვისებების დასადგენად და მათი დამუშავების შესაძლებლობების შესაფასებლად; გ) ნარჩენების ჟონვადობასთან დაკავშირებული მახასიათებლების შედარებას შესაბამისი ნაგავსაყრელის კატეგორიისთვის დადგენილი ნარჩენების მიღების ზღვრულ ნორმებთან; დ) შესაბამისობის შემოწმებისთვის ძირითადი პარამეტრებისა და შესაბამისობის შემოწმების გამარტივების შესაძლებლობების განსაზღვრას (რათა ძირითადი მახასიათებლების წარმატებით დადგენის შემთხვევაში შემცირდეს შემოწმებას დაქვემდებარებული შემადგენლების რაოდენობა). ნარჩენების ძირითადი მახასიათებლების დადგენის შედეგების საფუძველზე შესაძლებელია შესაბამისობის პერიოდული შემოწმებების სიხშირის დადგენა.
1.1.2. ნარჩენების ძირითადი მახასიათებლების დასადგენად საჭირო ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, შემდეგს: ა) ნარჩენების წყარო და წარმოშობა; ბ) ინფორმაცია ნარჩენების წარმოქმნის პროცესის შესახებ (ნედლეულისა და პროდუქციის აღწერა და დახასიათება); გ) ნარჩენების დამუშავების ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად გამოყენებული მეთოდის აღწერა, ან იმ მიზეზების ჩამონათვალი, რომელთა გამოც ნარჩენების დამუშავება არ არის სავალდებულო ან არაპრაქტიკულია; დ) ინფორმაცია ნარჩენების შემადგენლობასა და ჟონვადობასთან დაკავშირებით; ე) ნარჩენების გარეგნული მახასიათებლები (სუნი, ფერი, ფიზიკური მდგომარეობა და სხვ.); ვ) ნარჩენის კოდი „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად; ზ) სახიფათო ნარჩენის შემთხვევაში – მისი განმსაზღვრელი მახასიათებელი ნარჩენების მართვის კოდექსის III დანართის შესაბამისად; თ) ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ნარჩენები არ წარმოადგენს ნაგავსაყრელებზე განთავსებისთვის აკრძალულ ნარჩენს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; ი) ნაგავსაყრელის კატეგორია, რომელზეც გათვალისწინებულია აღნიშნული ნარჩენების მიღება; კ) საჭიროების შემთხვევაში, ნაგავსაყრელზე მისაღები სიფრთხილის დამატებითი ზომები; ლ) აღნიშვნა ნარჩენების რეციკლირების ან აღდგენის შესაძლებლობის თაობაზე.
1.1.3. ნარჩენები უნდა შემოწმდეს 1.1.2. პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად. ჟონვადობასთან დაკავშირებული თვისებების გარდა, შემოწმების შედეგად უნდა დადგინდეს ნარჩენების შემადგენლობაც. ძირითადი მახასიათებლების დასადგენად გამოყენებული ტესტი ყოველთვის უნდა მოიცავდეს შესაბამისობის შემოწმების პროცესში გამოყენებულ ტესტებს. მახასიათებლების დადგენის შინაარსი, ლაბორატორიული შემოწმებების საჭიროება და ურთიერთდამოკიდებულება ძირითადი მახასიათებლების დადგენასა და შესაბამისობის შემოწმებას შორის, დამოკიდებულია ნარჩენების სახეობაზე. განსხვავებულად განიხილება: ა) ერთი და იმავე პროცესის შედეგად რეგულარულად წარმოქმნილი ნარჩენები; ბ) არარეგულარულად წარმოქმნილი ნარჩენები. ერთი და იმავე პროცესის შედეგად რეგულარულად წარმოქმნილი ნარჩენები ა ინდივიდუალური და შედგენილი ნარჩენები, რომელიც რეგულარულად წარმოიქმნება ერთი და იმავე პროცესის შედეგად, როდესაც : ა) ნარჩენების წარმოქმნის პროცესი, დანადგარი და პროცესში გამოყენებული მასალები, კარგად არის ცნობილი და განსაზღვრული; ბ) ნარჩენების წარმომქმნელი დანადგარების ოპერატორი წარუდგენს ყველა საჭირო ინფორმაციას და აცნობებს ნაგავსაყრელის ოპერატორს ნარჩენების წარმოქმნის პროცესში შეტანილი ცვლილების შესახებ (განსაკუთრებით ნარჩენების წარმოქმნის პროცესში გამოყენებულ მასალასთან დაკავშირებული ისეთი ცვლილება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მიღებული ნარჩენების თვისებებზე). იმ შემთხვევაში, როდესაც ნარჩენების მიღება ხდება არა მარტო ერთი, არამედ სხვადასხვა წყაროებიდან და ხასიათდება მსგავსი თვისებებით, მაშინ ეს ნარჩენები ჩაითვლება ერთნაირი თვისებების მქონე ერთ ნაკადად, რომელიც მსგავსი პროცესებით წარმოქმნება. ერთი და იმავე პროცესის შედეგად რეგულარულად წარმოქმნილი ნარჩენების შემთხვევაში ძირითადი მახასიათებლების მთავარი მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დანართის 1.1.2. პუნქტში. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარჩენები ერთი და იმავე პროცესის შედეგად სხვადასხვა დანადგარებზე წარმოიქმნება, წარმოდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია ნარჩენების თითოეულ წყაროსთან დაკავშირებული შეფასებების ფარგლების შესახებ. შესაბამისად, უნდა ჩატარდეს საკმარისი რაოდენობის გაზომვები, რათა დადგინდეს სხვადასხვა ადგილებზე წარმოქმნილი ნარჩენების დამახასიათებელი თვისებების სპექტრი და სახესხვაობა. ამის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნარჩენის მახასიათებლები დადგენილია და იგი მხოლოდ შესაბამისობის შემოწმებას ექვემდებარება. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოების პროცესში ადგილი აქვს ისეთ ცვლილებას, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიონ მიღებული ნარჩენების თვისებებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარჩენები ერთი და იმავე პროცესის შედეგად ერთსა და იმავე დანადგარზე წარმოიქმნება, შეფასებების შედეგები შეიძლება ასახავდნენ ნარჩენების დამახასიათებელი თვისებების ზღვრული მაჩვენებლებიდან მხოლოდ მცირეოდენ განსხვავებებს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნარჩენების დახასიათება ჩატარდა და გაივლის შესაბამისობის შემოწმებას, თუ ნარჩენების წარმოქმნის პროცესში არ მოხდება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გავლენას მოახდენს ნარჩენების მახასიათებლებზე. ნარჩენების გამსხვილების ან შერევის ობიექტებიდან, გადამტვირთავი სადგურებიდან ან ნარჩენების შემგროვებლებისგან მიღებული ნარჩენების შერეული ნაკადები შეიძლება ხასიათდებოდნენ განსხვავებული თვისებებით. ასეთი ნარჩენები განიხილება როგორც არარეგულარულად წარმოქმნილი ნარჩენები. არარეგულარულად წარმოქმნილი ნარჩენები – ეს ნარჩენები არ წარმოიქმნება რეგულარულად ერთი და იმავე პროცესის შედეგად და ერთი და იმავე დანადგარებზე და არ წარმოადგენენ კარგად დადგენილი და დახასიათებული ნარჩენების ნაკადს. ნაგავსაყრელზე მისაღებად ძირითადი მახასიათებლების დადგენა უნდა განხორციელდეს ასეთი ნარჩენების თითოეული ნაკადისათვის. ასეთი ნარჩენებისთვის ძირითადი მასახიათებლების მთავარი მოთხოვნები განსაზღვრულია 1.1.2 პუნქტში. ვინაიდან ძირითადი მახასიათებლების დადგენა ხდება ასეთი ნარჩენების თითოეული ნაკადისათვის, შესაბამისობის შემოწმება აღარ არის საჭირო.
1.1.4 შემოწმება ძირითადი მახასიათებლების დასადგენად არ არის საჭირო შემდეგ შემთხვევებში: ა) ნარჩენები არის იმ ნუსხაში, რომლებიც არ საჭიროებენ შემოწმებას ამ დანართის მიხედვით; ბ) ძირითადი მახასიათებლების დასადგენად საჭირო სრული ინფორმაცია ცნობილია და დადასტურებულია დამაკმაყოფილებელ დონეზე სამინისტროსთვის; გ) ნარჩენების გარკვეული სახეობები, რომელთა შემოწმებაც პრაქტიკულად შეუძლებელია ან შემოწმების პროცედურები და ნაგავსაყრელზე მიღების კრიტერიუმები არაა ხელმისაწვდომი.
1.
2. შესაბამისობის შემოწმება მას შემდეგ, რაც ნარჩენები ჩაითვლება მისაღებად ამა თუ იმ კატეგორიის ნაგავსაყრელისათვის ძირითადი მახასიათებლების საფუძველზე, აღნიშნული ნარჩენები დაექვემდებარება შესაბამისობის პერიოდულ შემოწმებას, რათა განისაზღვროს შეესაბამება თუ არა ნარჩენები ძირითადი მახასიათებლების დადგენის შედეგებს და ნაგავსაყრელზე მიღების კრიტერიუმებს. შესაბამისობის შემოწმების მიზანია ნარჩენების რეგულარულად შემომავალი ნაკადების პერიოდული შემოწმება. შესამოწმებელი პარამეტრები უნდა განისაზღვროს ძირითადი მახასიათებლების დადგენით და უნდა იყოს დაკავშირებული ძირითადი მახასიათებლების ინფორმაციასთან. შესაბამისობის შემოწმებისთვის აუცილებელია მხოლოდ ძირითადი მახასიათებლების დადგენის პროცესისა და მისი შედეგების საფუძველზე განსაზღვრული კრიტიკული პარამეტრების (ძირითადი ცვლადების) პერიოდული შემოწმება. ერთი და იმავე წყაროდან და ერთი და იმავე საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ნაგავსაყრელზე მუდმივად მისაღებად აუცილებელია შესაბამისობის შემოწმების ჩატარება იმის დასადგენად, ისევ აკმაყოფილებს თუ არა ნარჩენები კრიტიკული პარამეტრების ზღვრულ ნორმებს. შესაბამისობის შემოწმების დროს გამოიყენება ძირითადი მახასიათებლების დადგენის პროცესში გამოყენებული ერთი ან რამდენიმე ტესტი. შესაბამისობის შემოწმების პროცესში უნდა ჩატარდეს, მინიმუმ, ნარჩენების ნაკადის ჟონვის შემოწმება ამ დანართის მესამე ნაწილში აღწერილი მეთოდოლოგიით. ნარჩენების რეგულარულად შემომავალი ნაკადების შემთხვევაში შესაბამისობის შემოწმება უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. თუმცა, ნაგავსაყრელის ოპერატორმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს შესაბამისობის შემოწმების ჩატარება ძირითადი მახასიათებლების დადგენის პროცესში განსაზღვრულ ფარგლებში და სიხშირით.
1.
3. ადგილზე შემოწმება ნაგავსაყრელზე მიტანილი ნარჩენების თითოეული პარტია უნდა შემოწმდეს ვიზუალურად გადმოტვირთვამდე და გადმოტვირთვის შემდეგ. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ მის კონტროლირებად ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსების შემთხვევაში, ასეთი დადასტურება შეიძლება გაკეთდეს ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე. ნარჩენები შეიძლება მიღებულ იქნეს ნაგავსაყრელზე იმ შემთხვევაში, თუ იმავე ნარჩენებია, რომელმაც გაიარა ძირითადი მახასიათებლების და შესაბამისობის შემოწმება, რომელიც აღწერილია თანდართულ დოკუმენტებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარჩენები არ მიიღება და საჭირო იქნება ძირითადი მახასიათებლების დადგენის ახალი პროცედურის გავლა. ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიტანის შემდეგ აუცილებელია ნიმუშების პერიოდული აღება. აღებული ნიმუშები ინახება ნარჩენების მიღებიდან არანაკლებ სამი თვის ვადით. ნაწილი II. ნარჩენების მიღების კრიტერიუმები ნარჩენების მიღების კრიტერიუმები გარკვეულ პირობებში დაშვებულია (გარდა გახსნილი ორგანული ნახშირბადის (DOC) 2.1.2.1, 2.2.2, 2.3.1, და 2.4.1 პუნქტებში, BTEX, PCBs და მინერალური ზეთი 2.1.2.2. პუნქტში, TOC და pH 2.3.2. პუნქტში და LOI ან/და TOC 2.4.2. და TOC -ის ზღვრულ ნორმებს 2.1.2.2. პუნქტში - რომელთათვისაც დასაშვებია ზღვრულ ნორმაზე მხოლოდ ორჯერ გადაჭარბება) ჩამოთვლილი პარამეტრების ზღვრული ნორმების მაქსიმუმ სამჯერ გადაჭარბება, თუ: ა) სამინისტრო გასცემს ნებართვას გარკვეული სახეობის ნარჩენების განთავსებისთვის კონკრეტულ ნაგავსაყრელზე, ვინაიდან სამინისტრო ნებართვის გაცემისას ითვალისწინებს ნაგავსაყრელის ტერიტორიისა და მისი შემოგარენის მახასიათებლებსა და გარემოს მდგომარეობას და ბ) განსაზღვრული პარამეტრების ზღვრული ნორმების გათვალისწინებით ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ემისიები (გამონაჟონის ჩათვლით) გარემოს ან ადამიანის ჯანმრთელობას არ შეუქმნის დამატებით რისკებს, რისკების შეფასების თანახმად.
2.1 ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი 2.1.1 შემოწმების გარეშე ნარჩენების მიღება ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე მიიღება პირველ ცხრილში შეტანილი ნარჩენები და ნარჩენები, რომლებიც აკმაყოფილებენ ჟონვისა და ორგანული პარამეტრების ჯამური შემცველობის ზღვრულ ნორმებს. პირველ ცხრილში შეტანილი ნარჩენები მიიჩნევა, რომ აკმაყოფილებენ ინერტული ნარჩენების განმარტებას და ამ დანართის მე-2 და მე-3 ცხრილში ჟონვისა და ორგანული პარამეტრების ჯამური შემცველობის ზღვრულ ნორმებს. ნარჩენები უნდა წარმოადგენდეს ერთი სახეობის ნარჩენების ერთ ნაკადს (მხოლოდ ერთი წყაროდან). პირველ ცხრილით განსაზღვრულ ნარჩენებთან ერთად მიიღება სხვადასხვა სახეობის ნარჩენები, თუ წარმოიქმნებიან ერთი და იგივე წყაროდან. თუ არსებობს იმის ეჭვი, რომ ნარჩენები არ აკმაყოფილებს ინერტული ნარჩენების განმარტებას ან დაბინძურებულია (ნარჩენების ვიზუალური შემოწმებით ან მათ წარმომავლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე), მათ შორის პირველ ცხრილში მოცემული ნარჩენები, უნდა ჩატარდეს შემოწმება ან ნარჩენები არ მიიღება ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე. ნარჩენები, რომლებიც დაბინძურებულია ან შეიცავს სხვა მასალებს ან ნივთიერებებს, როგორიცაა ლითონები, აზბესტი, პლასტმასი, ქიმიური ნივთიერებები და სხვ. ისეთი მოცულობით, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ნარჩენებთან დაკავშირებულ რისკებს და მათ შესაბამისობას სხვა კატეგორიის ნაგავსაყრელთან, ასეთი ნარჩენები არ მიიღება ინერტული ნარჩენებისთვის განკუთვნილ ნაგავსაყრელზე. ნარჩენები, რომლებიც არ არის შეტანილი პირველ ცხრილში, ამ დანართის პირველი ნაწილის თანახმად, ექვემდებარება შემოწმებას ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმების შესაბამისობის დასადგენად. ც ხრილი 1 ნარჩენის კოდი 1 დასახელება შეზღუდვები 1011 03 ნარჩენი მინის შემცველი ბოჭკოვანი მასალა მხოლოდ ორგანული შემკვრელების გარეშე 1501 07 მინის შესაფუთი მასალა 1701 01 ცემენტი მხოლოდ შერჩეული სამშენებლო ნარჩენი 2 1701 02 აგურები მხოლოდ შერჩეული სამშენებლო ნარჩენი 2 1701 03 ფილები და კერამიკული ნაწარმი მხოლოდ შერჩეული სამშენებლო ნარჩენი 2 1701 07 ცემენტის, აგურების, ფილებისა და კერამიკის ცალკეული ან შერეული ნაწილები მხოლოდ შერჩეული სამშენებლო ნარჩენი 2 1702 02 მინა 1705 04 ნიადაგი და ქვები მხოლოდ ბაღებისა და პარკების ნარჩენები ნიადაგის ზედაპირული ფენის, ტორფის გარდა 1912 05 მინა 2001 02 მინა მხოლოდ სეპარირებული წესით შეგროვებული მინა 2002 02 ნიადაგი და ქვები/ხრეში მხოლოდ ბაღებისა და პარკების ნარჩენები ნიადაგის ზედაპირული ფენის, ტორფის გარდა 1. ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად.
2. შერჩეული სამშენებლო ნარჩენი: სხვა სახის მასალების (ლითონი, პლასტმასი, ნიადაგი, ორგანული მასალები, ხე, რეზინი და სხვ.) მცირე შემცველობით. ცნობილი უნდა იყოს ნარჩენების წარმოშობა, ამასთან: – არ მოიცავს ისეთ ნარჩენებს, რომლებიც მნიშვნელოვნად დაბინძურებულია არაორგანული ან ორგანული საშიში ნივთიერებებით მშენებლობისას წარმოქმნის პროცესების, ნიდაგის დაბინძურების, პესტიციდებისა ან სხვა საშიში ნივთიერებების შენახვისა და გამოყენების ან სხვა მიზეზების შედეგად. – არ მოიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობის საშიში ნივთიერებების შემცველი მასალებით დამუშავებულ, დაფარულ ან შეღებილ ნარჩენებს.
2.1.2. ზღვრული ნორმები 2.1.2.1 ჟონვის ზღვრული ნორმები ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე მისაღები ნარჩენებისთვის განსაზღვრული ჟონვის ზღვრული ნორმები დგინდება ამ დანართის მე-3 ნაწილის შესაბამისად და გამოითვლება მთლიანი გამონაჟონის 2ლ/კგ და 10 ლ/კგ-ის თხევადისა და მყარის (თ/მ) შეფარდებით და გამოისახება C 0 -ს მგ/ლ-ში (ფილტრაციის ტესტის დროს თ/მ = 0.1 ლ/კგ პირობებში პირველ რიგში ხდება C 0 -ს გაჟონვა). ცხრილი 2 კომპონენტი თ/ მ = 2 ლ /კგ თ/ მ = 10 ლ /კგ C0 (ფილტრაციის ტესტი) მგ/ლ მგ/ კგ მშრალი ნივთიერება მგ/ კგ მშრალი ნივთიერება As 0.1 0.5 0.06 Ba 7 20 4 Cd 0.03 0.04 0.02 Cr ჯამური 0.2 0.5 0.1 Cu 0.9 2 0.6 Hg 0.003 0.01 0.002 Mo 0.3 0.5 0.2 Ni 0.2 0.4 0.12 Pb 0.2 0.5 0.15 Sb 0.02 0.06 0.1 Se 0.06 0.1 0.04 Zn 2 4 1.2 ქლორიდი 550 800 460 ფტორი 4 10 2.5 სულფატი 560 (*) 1000 (*) 1500 ფენოლის ინდექსი 0,5 1 0,3 DOC (C) (**) 240 500 160 TDS (TS) ( ***) 2500 4000 — (*) თუ ნარჩენი არ აკმაყოფილებს სულფატისთვის დადგენილ ზღვრულ ნორმებს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის მაინც აკმაყოფილებს ნაგავსაყრელზე მიღების კრიტერიუმებს იმ შემთხვევაში, როდესაც გაჟონვის შემოწმების შედეგები არ აღემატება შემდეგ ნორმებს: 1500 მგ/ლ C 0 თ/მ = 0.1 ლ/კგ-ზე და 6000 მგ/კგ თ/მ=10 ლ/კგ-ზე. აუცილებელის ფილტრაციის ტესტის გამოყენება საწყისი წონასწორობის პირობებში თ/მ=0.1 ლ/კგ-ზე, სადაც ზღვრული ნორმები თ/მ=10 ლ/კგ-ზე შეიძლება დადგინდეს როგორც ნარჩენების ნაკადის გაჟონვაზე შემოწმებით, ასევე წონასწორობის მდგომარეობასთან მიახლოებულ პირობებში ჩატარებული ფილტრაციის ტესტის შედეგად. (**) თუ ნარჩენი არ აკმაყოფილებს ამ ოდენობებს გახსნილი ორგანული ნახშირბადის (DOC) pH სიდიდის კუთხით, შესაძლებელია ნარჩენის თავიდან შემოწმება თ/მ=10 ლ/კგ-სა და pH-ის 7.5-დან 8-მდე ფარგლებში. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნარჩენი აკმაყოფილებს ნაგავსაყრელზე მიღების კრიტერიუმებს გახსნილი ორგანული ნახშირბადის (DOC) კუთხით იმ შემთხვევაში, თუ ამ ალტერნატიული შემოწმების შედეგი არ აღემატება 500 მგ/კგ-ს. (***) ჯამური გახსნილი მყარი ნივთიერებების (TDS) ნორმები შეიძლება ჩაითვალოს სულფატისა და ქლორიდის ნორმების ალტერნატივად.
2.1.2.2. ორგანული პარამეტრების ჯამური შემცველობის ზღვრული ნორმები . ცხრილი 3 პარამეტრი მგ/კგ ჯამური ორგანული ნახშირბადი - TOC 30000 (*) ბენზოლი, ტოლუოლი, ეთილბენზოლი და ქსილოლები - BTEX 6 პოლიქლორირებული ბიფენილები, 7 ჯგუფი - PCBs 1 მინერალური ზეთი (C10-დან C40-მდე) 500 პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები -PAHs 1000 (*) ნიადაგებისთვის სამინისტროს შეუძლია დაუშვას უფრო მაღალი მისაღები ნორმები იმ შემთხვევაში, თუ 500 მგ/კგ ნორმა გახსნილი ორგანული ნახშირბადისთვის (DOC) ფიქსირდება თ/მ=10 ლ/კგ-ზე ნიადაგის pH-ის გაზომვის შედეგად ან pH-ის 7.5-დან 8-მდე ფარგლებში ყოფნის შემთხვევაში.
2.2. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელ ი 2.2.1. შემოწმების გარეშე ნარჩენების მიღება მუნიციპალური ნარჩენები, რომლებიც კლასიფიცირებულია არა სახიფათო ნარჩენებად ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის მე-20 ჯგუფის შესაბამისად, სეპარირებით შეგროვებული არასახიფათო საყოფაცხოვრებო ფრაქციები და სხვა წარმოშობის არა სახიფათო მასალები შეიძლება მიღებულ იქნეს არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე შემოწმების გარეშე. ნარჩენები არ მიიღება, თუ დაბინძურებულია ისეთი მოცულობით, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ნარჩენებთან დაკავშირებულ რისკებს და მათ შესაბამისობას სხვა კატეგორიის ნაგავსაყრელთან. მუნიციპალური ნარჩენები არ შეიძლება იყოს მიღებული ნაგავსაყრელის იმ უჯრედებში, სადაც ხდება სტაბილური, რეაქციისუუნარო სახიფათო ნარჩენების მიღება.
2.2.2. ზღვრული ნორმები მე-4 ცხრილი ადგენს ზღვრულ ნორმებს იმ მარცვლოვანი არასახიფათო ნარჩენებისთვის, რომლებიც შეიძლება მიღებულ იქნენ იმავე უჯრედებში, სადაც ხდება სტაბილური რეაქციისუუნარო სახიფათო ნარჩენების მიღება. ეს ზღვრული ნორმები გამოითვლება მთლიანი გამონაჟონის 2ლ/კგ და 10 ლ/კგ-ის თხევადისა და მყარის (თ/მ) შეფარდებით და გამოისახება C 0 -ს მგ/ლ-ში (ფილტრაციის ტესტის დროს თ/მ = 0.1 ლ/კგ პირობებში პირველ რიგში ხდება C 0 -ს გაჟონვა). მარცვლოვანი ნარჩენები მოიცავს ყველა იმ ნარჩენს, რომელიც არ არის მონოლითური (ნარჩენები, რომელიც გაამყარეს და შეკრეს სათანადო დამუშავების გზით). მონოლითური ნარჩენების მიღებისათვის დადგენილი კრიტერიუმები უნდა უზრუნველყოფდნენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის იმავე ხარისხს, რომელსაც უზრუნველყოფენ მე-4 ცხრილში მოცემული ზღვრული ნორმები. ცხრილი 4 კომპონენტი თ/ მ = 2 ლ /კგ თ/ მ = 10 ლ /კგ C0 (ფილტრაციის ტესტი) მგ/ კგ მშრალი ნივთიერება მგ/ კგ მშრალი ნივთიერება მგ/ლ As 0.4 2 0.3 Ba 30 100 20 Cd 0.6 1 0.3 Cr ჯამური 4 10 2.5 Cu 25 50 30 Hg 0.05 0.2 0.03 Mo 5 10 3.5 Ni 5 10 3 Pb 5 10 3 Sb 0.2 0.7 0.15 Se 0.3 0.5 0.2 Zn 25 50 15 ქლორიდი 10000 15000 8500 ფტორი 60 150 40 სულფატი 10000 20000 7000 გახსნილი ორგანული ნახშირბადის (DOC) (*) 380 800 250 ჯამური გახსნილი მყარი ნივთიერებები (TDS) (**) 40000 60000 - (*) თუ ნარჩენი არ აკმაყოფილებს ამ ნორმებს გახსნილი ორგანული ნახშირბადის (DOC)pH სიდიდის კუთხით, შესაძლებელია ნარჩენის თავიდან შემოწმება თ/მ=10 ლ/კგ-სა და pH-ის 7.5-დან 8-მდე ფარგლებში. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნარჩენი აკმაყოფილებს ნაგავსაყრელზე მიღების კრიტერიუმებს გახსნილი ორგანული ნახშირბადის (DOC) კუთხით იმ შემთხვევაში, თუ ამ ალტერნატიული შემოწმების შედეგი არ აღემატება 800 მგ/კგ-ს. (**) ჯამური გახსნილი მყარი ნივთიერებების (TDS) ნორმები შეიძლება ჩაითვალოს სულფატისა და ქლორიდის ნორმების ალტერნატივად ნაგავსაყრელზე მიღების კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასადგენად.
2.2.3 . თაბაშირის ნარჩენები თაბაშირისგან დამზადებული არასახიფათო მასალები უნდა განთავსდეს მხოლოდ არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების ისეთ უჯრედებში, სადაც არ მიიღება ბიოდეგრადირებადი ნარჩენები. ჯამური ორგანული ნახშირბადის (TOC) და გახსნილი ორგანული ნახშირბადის (DOC) ზღვრული ნორმები, რომლებიც განსაზღვრულია 2.3.1. პუნქტში, გამოიყენება იმ ნარჩენების მიმართ, რომლებიც განთავსდება თაბაშირისგან დამზადებულ მასალებთან ერთად.
2.3. სტაბილური , რეაქციისუუნარო სახიფათო ნარჩენები სტაბილურ, რეაქციისუუნარო სახიფათო ნარჩენებად (მაგ. გამყარებული, გამინებული) ითვლება ის ნარჩენები, რომლებსაც ახასიათებს ჟონვის ისეთივე ინტენსივობა, როგორიც იმ არასახიფათო ნარჩენებს, რომლებიც მიიღება არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე. სტაბილური, რეაქციისუუნარო ნიშნავს, რომ ნარჩენების ჟონვადობა გრძელვადიან პერიოდში ნაგავსაყრელის პირობებში ან შესაძლო ავარიების შედეგად უარყოფითად არ შეიცვლება: ა) თავად ნარჩენებში (მაგ. ბიოდეგრადაციით); ბ) გარე პირობების ხანგრძლივი ზემოქმედების ქვეშ (მაგ. წყალი, ჰაერი, ტემპერატურა); გ) სხვა ნარჩენებთან კონტაქტის გავლენით (გამონაჟონისა და ნაგავსაყრელის აირების ჩათვლით).
2.3.1. ზღვრული ნორმები ამ დანართის მე-5 ცხრილში მოცემულია ჟონვის ზღვრული ნორმები იმ მარცვლოვანი, სტაბილური, რეაქციისუუნარო სახიფათო ნარჩენებისთვის, რომლებიც შეიძლება მიღებულ იქნეს არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე. ზღვრული ნორმები გამოითვლება მთლიანი გამონაჟონის 2ლ/კგ და 10 ლ/კგ-ის თხევადისა და მყარის (თ/მ) შეფარდებით და გამოისახება C 0 -ს მგ/ლ-ში (ფილტრაციის ტესტის დროს თ/მ = 0.1 ლ/კგ პირობებში პირველ რიგში ხდება C 0 -ს გაჟონვა). მონოლითური ნარჩენებისთვის დადგენილი კრიტერიუმები უნდა უზრუნველყოფდნენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის იმავე ხარისხს, რომელსაც უზრუნველყოფენ მე-5 ცხრილში მოცემული ზღვრული ნორმები მარცვლოვანი ნარჩენებისთვის. მარცვლოვანი სტაბილური რეაქციისუუნარო სახიფათო ნარჩენი ნაგავსაყრელზე მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია საკმარისი ფიზიკური მდგრადობა და მზიდუნარიანობა ნაგავსაყრელის ნარჩენების მასის სტრუქტურული ერთიანობის შესანარჩუნებლად. სახიფათო მონოლითური ნარჩენები უნდა შეფასდეს შესაბამისი კრიტერიუმებით იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე მხოლოდ სტაბილური რეაქციისუუნარო სახიფათო ნარჩენების მიტანა. ცხრილი 5 კომპონენტი თ/ მ = 2 ლ /კგ თ/ მ = 10 ლ /კგ C0 (ფილტრაციის ტესტი) მგ/ კგ მშრალი ნივთიერება მგ/ კგ მშრალი ნივთიერება მგ/ლ As 0.4 2 0.3 Ba 30 100 20 Cd 0.6 1 0.3 Cr ჯამური 4 10 2.5 Cu 25 50 30 Hg 0.05 0.2 0.03 Mo 5 10 3.5 Ni 5 10 3 Pb 5 10 3 Sb 0.2 0.7 0.15 Se 0.3 0.5 0.2 Zn 25 50 15 ქლორიდი 10000 15000 8500 ფტორი 60 150 40 სულფატი 10000 20000 7000 გახსნილი ორგანული ნახშირბადის (DOC) 1 380 800 250 ჯამური გახსნილი მყარი ნივთიერებები (TDS) 2 40000 60000 - 1. თუ ნარჩენი არ აკმაყოფილებს ცხრილი 5-ის ნორმებს გახსნილი ორგანული ნახშირბადის (DOC)pH სიდიდის კუთხით, შესაძლებელია ნარჩენის თავიდან შემოწმება თ/მ=10 ლ/კგ-სა და pH-ის 7.5-დან 8-მდე ფარგლებში. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნარჩენი აკმაყოფილებს ნაგავსაყრელზე მიღების კრიტერიუმებს გახსნილი ორგანული ნახშირბადის (DOC) კუთხით იმ შემთხვევაში, თუ ამ ალტერნატიული შემოწმების შედეგი არ აღემატება 800 მგ/კგ-ს.
2. ჯამური გახსნილი მყარი ნივთიერებების (TDS) ნორმები შეიძლება ჩაითვალოს სულფატისა და ქლორიდის ნორმების ალტერნატივად ნაგავსაყრელზე მიღების კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასადგენად.
2.3.2. სტაბილურმა, რეაქციისუუნარო სახიფათო ნარჩენებმა გარდა მე-5 ცხრილში განსაზღვრული ჟონვის ზღვრული ნორმებისა, უნდა დააკმაყოფილოს მე-6 ცხრილში მოცემული კრიტერიუმები. ცხრილი 6 პარამეტრი ნორმები ჯამური ორგანული ნახშირბადი– TOC 5% 1 pH მინიმუმ 6 მჟავის ნეიტრალიზაციის უნარი– ANC უნდა შეფასდეს 1. თუ აღნიშნული ნორმა არ მიიღწევა, სამინისტროს შეუძლია დაუშვას უფრო მაღალი ნორმა იმ შემთხვევაში, როდესაც 800 მგ/კგ ნორმა გახსნილი ორგანული ნახშირბადისთვის (DOC) ფიქსირდება თ/მ=10 ლ/კგ-ზე ნარჩენის pH-ის გაზომვის შედეგად ან pH-ის 7.5-დან 8-მდე ფარგლებში ყოფნის შემთხვევაში.
2.3.3. აზბესტის ნარჩენები აზბესტის და აზბესტის შემცველი სამშენებლო მასალები მიიღება არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე შემოწმების გარეშე. ნაგავსაყრელებზე, სადაც მიიღება აზბესტისა და აზბესტის შემცველი სამშენებლო მასალები, უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) ნარჩენები არ შეიცავს სხვა სახიფათო ნივთიერებებს, გარდა ბმული აზბესტისა, შემკვრელი აგენტებით ბმული ბოჭკოებისა ან პლასტმასში მოთავსებულის/შეფუთულის ჩათვლით; ბ) ნაგავსაყრელი იღებს აზბესტს და აზბესტის შემცველ ნარჩენებს მხოლოდ სამშენებლო მასალების სახით. აღნიშნული ნარჩენები შესაძლებელია განთავსდეს არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის ცალკე გამოყოფილ უჯრედში იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უჯრედი ავტონომიურია და განკუთვნილია ამ სახის მასალის განსათავსებლად; გ) იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული აზბესტის ბოჭკოს დისპერსია, აზბესტის შემცველი მასალების განთავსების ადგილი უნდა დაიფაროს სათანადო მასალით ყოველდღიურად და ტკეპნის თითოეული ოპერაციის წინ და თუ ნარჩენი არ არის შეფუთული, რეგულარულად უნდა მოირწყას წყლით; დ) ნაგავსაყრელის/უჯრედის თავზე საბოლოო საფარი ეწყობა ნაგავსაყრელის დახურვის ან უჯრედის მიერ საპროექტო ზღვრების მიღწევის შემდეგ აზბესტის ბოჭკოს დისპერსიის თავიდან ასაცილებლად; ე) იმ ნაგავსაყრელზე ან უჯრედებზე, სადაც განთავსებულია აზბესტი და აზბესტის შემცველი მასალები, იკრძალება ნებისმიერი ისეთი სახის სამუშაოს წარმოება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აზბესტის ბოჭკოს გამოთავისუფლება (მაგ. ორმოების თხრა ან ბურღვა); ვ) ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ ნაგავსაყრელის ოპერატორმა უნდა შეინახოს ტერიტორიის რუკა, რომელზეც ასახული იქნება ნაგავსაყრელის ფარგლებში აზბესტის განთავსების ადგილების ან უჯრედების ადგილმდებარეობა ; ზ) ნაგავსაყრელის ოპერატორმა უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა იმისათვის, რომ ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ შეზღუდოს ნაგავსაყრელის იმ უბნების გამოყენება, სადაც განთავსებული იყო აზბესტი და აზბესტის შემცველი მასალები, ნარჩენებთან ადამიანების კონტაქტისა და აზბესტის ბოჭკოს გავრცელების თავიდან აცილების მიზნით; ნაგავსაყრელებზე, რომლებზეც მიიღება მხოლოდ აზბესტი და აზბესტის შემცველი სამშენებლო მასალები, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის მოთხოვნები შეიძლება შემცირდეს სანებართვო პირობებით, იმ შემთხვევაში თუ დაკმაყოფილებულია ამ დანართის 2.3.3. პუნქტის მოთხოვნები.
2.4. სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი 2.4.1. ზღვრული ნორმები ამ დანართის მე-7 ცხრილში მოცემულია ჟონვის ზღვრული ნორმები იმ მარცვლოვანი სახიფათო ნარჩენებისთვის, რომლებიც შეიძლება მიღებულ იქნეს სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე. ზღვრული ნორმები გამოითვლება მთლიანი გამონაჟონის 2ლ/კგ და 10 ლ/კგ-ის თხევადისა და მყარის (თ/მ) შეფარდებით და გამოისახება C 0 -ს მგ/ლ-ში (ფილტრაციის ტესტის დროს თ/მ = 0.1 ლ/კგ პირობებში პირველ რიგში ხდება C 0 -ს გაჟონვა). მარცვლოვანი ნარჩენები მოიცავს ყველა იმ ნარჩენს, რომელიც არ არის მონოლითური. მონოლითური ნარჩენებისთვის დადგენილი კრიტერიუმები უნდა უზრუნველყოფდნენ გარემოს დაცვის იმავე ხარისხს, რომელსაც უზრუნველყოფენ მე-7 ცხრილში მოცემული ზღვრული ნორმები მარცვლოვანი ნარჩენებისთვის. ცხრილი 7 კომპონენტი თ/ მ = 2 ლ /კგ თ/ მ = 10 ლ /კგ C0 (ფილტრაციის ტესტი) მგ/ კგ მშრალი მგ/ კგ მშრალი მგ/ლ As 6 25 3 Ba 100 300 60 Cd 3 5 1,7 Cr ჯამური 25 70 15 Cu 50 100 60 Hg 0,5 2 0,3 Mo 20 30 10 Ni 20 40 12 Pb 25 50 15 Sb 2 5 1 Se 4 7 3 Zn 90 200 60 ქლორიდი 17,000 25,000 15,000 ფტორი 200 500 120 სულფატი 25,000 50,000 17,000 გახსნილი ორგანული ნახშირბადის (DOC) 1 480 1,000 320 ჯამური გახსნილი მყარი ნივთიერებები (TDS) 2 70,000 100,000 - 1. თუ ნარჩენი არ აკმაყოფილებს ზემოთაღნიშნულ ნორმებს გახსნილი ორგანული ნახშირბადის (DOC)pH სიდიდის კუთხით, შესაძლებელია ნარჩენის თავიდან შემოწმება თ/მ=10 ლ/კგ-სა და pH-ის 7.5-დან 8-მდე ფარგლებში. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნარჩენი აკმაყოფილებს ნაგავსაყრელზე მიღების კრიტერიუმებს გახსნილი ორგანული ნახშირბადის (DOC) კუთხით იმ შემთხვევაში, თუ ამ ალტერნატიული შემოწმების შედეგი არ აღემატება 1,000 მგ/კგ-ს.
2. ჯამური გახსნილი მყარი ნივთიერებების (TDS) ნორმები შეიძლება ჩაითვალოს სულფატისა და ქლორიდის ნორმების ალტერნატივად ნაგავსაყრელზე მიღების კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასადგენად.
2.4.2. გარდა ჟონვის ზღვრული ნორმებისა, მარცვლოვანმა სახიფათო ნარჩენებმა უნდა დააკმაყოფილოს მე-8 ცხრილში მოცემული დამატებითი კრიტერიუმები: ცხრილი 8 პარამეტრი ნორმა დანაკარგები - LOI 1 10 % ჯამური ორგანული ნახშირბადი TOC 1 6 % 2 მჟავების ნეიტრალიზაციის უნარი– ANC უნდა შეფასდეს 1. ნაგავსაყრელზე ნარჩენების მისაღებობის დასადგენად გამოიყენება LOI ან TOC.
2. თუ ჯამური ორგანული ნახშირბადი TOC-ის აღნიშნული ნორმა შემოწმებით არ მიიღწევა, სამინისტროს შეუძლია დაუშვას უფრო მაღალი ნორმა იმ შემთხვევაში, როდესაც 1000 მგ/კგ ნორმა გახსნილი ორგანული ნახშირბადისთვის (DOC) ფიქსირდება თ/მ=10 ლ/კგ-ზე ნარჩენების pH-ის გაზომვის შედეგად ან pH-ის 7.5-დან 8-მდე ფარგლებში ყოფნის შემთხვევაში.
2.5. მიწისქვეშა საწყობი მიწისქვეშა საწყობში ნარჩენების მისაღებად უნდა ჩატარდეს ტერიტორიის უსაფრთხოების შეფასება ამ დანართის IV ნაწილის შესაბამისად. ნარჩენების მიღება მიწისქვეშა საწყობში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნარჩენები თავსებადია ტერიტორიის უსაფრთხოების შეფასების შედეგებთან. ინერტული ნარჩენების მიწისქვეშა საწყობებში მიიღება მხოლოდ ის ნარჩენები, რომლებიც აკმაყოფილებენ 2.1. პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. არასახიფათო ნარჩენების მიწისქვეშა საწყობებში მიიღება მხოლოდ ის ნარჩენები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დანართის 2.2. ან 2.3. პუნქტით განსაზღვრულ კრიტე რიუმებს. სახიფათო ნარჩენების მიწისქვეშა საწყობებში მიიღება მხოლოდ ის ნარჩენები, რომლებიც თავსებადია ტერიტორიის უსაფრთხოების შეფასების შედეგებთან. ასეთ შემთხვევებში 2.4. პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმები არ გამოიყენება. თუმცა, ნარჩენებმა უნდა გაიაროს ნაგავსაყრელზე მიღების პროცედურა ამ დანართის I ნაწილის შესაბამისად. ნაწილი III. სინჯების აღება და გამოცდა ძირითადი მახასიათებლების დადგენისა და შესაბამისობის შემოწმებისთვის საჭირო სინჯების აღება და გამოცდა უნდა განხორციელდეს აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ. დასაშვებია: ა) სინჯების აღება ნარჩენების მფლობელების ან ნაგავსაყრელების ოპერატორებს მიერ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ზედამხედველობა აკრედიტებული ორგანოს უფლებამოსილი პირების მხრიდან ამ დანართის მოთხოვნების შესრულების მიზნით; ბ) ნარჩენების გამოცდა შეიძლება განხორციელდეს ნარჩენების მფლობელების ან ნაგავსაყრელების ოპერატორების მიერ იმ შემთხვევაში, თუ მათ გააჩნიათ შემოწმების სიზუსტის უზრუნველყოფის სისტემა. ძირითადი მახასიათებლების დადგენისა და შესაბამისობის შემოწმებისთვის საჭირო სინჯების აღება და ლაბორატორიული ანალიზი უნდა ჩატარდეს საერთაშორისოდ მიღებული მეთოდოლოგიით და პროცედურებით. ნაწილი IV . ნარჩენების მიწისქვეშ განთავსების უსაფრთხოების შეფასება 4.
1. ყველა სახის ნარჩენის მიწისქვეშ განთავსების უსაფრთხოების კონცეფცია 4.1.1. გეოლოგიური ბარიერის მნიშვნელობა ნარჩენების მიწისქვეშ განთავსების მთავარ მიზანს ნარჩენების ბიოსფეროდან იზოლირება წარმოადგენს. ნარჩენებმა, გეოლოგიურმა ბარიერმა და მიწისქვეშა საწყობთან დაკავშირებულმა ღრმულებმა (მათ შორის, საინჟინრო სტრუქტურებმა) უნდა შექმნან ისეთი სისტემა, რომელიც მიწისქვეშა საწყობის ყველა სხვა ტექნიკურ ასპექტთან ერთად დააკმაყოფილებს ამ დანართის მოთხოვნებს. ნარჩენების მიწისქვეშ განთავსება ნებადართულია იმ შემთხვევაში, როდესაც დადასტურებულია, რომ მიწისქვეშა საწყობის მოწყობა გრძელვადიან პერსპექტივაში არ უქმნის საფრთხეს მიწისქვეშა წყლების კანონმდებლობით დადგენილ ხარისხობრივ მდგომარეობას.
4.1.2. მიწისქვეშა საწყობის ტერიტორიის რისკების შეფასება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიწისქვეშა საწყობის მიერ შექმნილი რისკების შესაფასებლად აუცილებელია იდენტიფიცირებულ იქნეს შემდეგი: ა) შესაძლო საფრთხეები (ამ შემთხვევაში – განთავსებული ნარჩენების შესაძლო ზემოქმედება); ბ) რეცეპტორები (ამ შემთხვევაში – ბიოსფერო და მიწისქვეშა წყლები); გ) გზები, რომელთა გავლით მიწისქვეშა საწყობში მოთავსებულ ნარჩენებში არსებულმა ნივთიერებებმა შეიძლება მიაღწიონ ბიოსფერომდე; დ) იმ ნივთიერებების ზემოქმედების შეფასება, რომლებმაც შეიძლება მიაღწიონ ბიოსფერომდე. მიწისქვეშა საწყობში ნარჩენების მიღების კრიტერიუმები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ადგილობრივი გარემო პირობების შეფასებით. ამისათვის აუცილებელია გეოლოგიური ფენის მიწისქვეშა საწყობის მოსაწყობად ვარგისიანობის დადასტურება, რისთვისაც საჭიროა იზოლაციასთან დაკავშირებული სპეციფიური რისკების შეფასება. აღნიშნულ პროცესში მხედველობაში მიღებულ უნდა იქნეს შესანახი ნარჩენების, საინჟინრო სტრუქტურებისა და ღრმულების და ადგილობრივი ქანების ურთიერთქმედება. მიწისქვეშა საწყობის ტერიტორიის რისკების შეფასება უნდა ჩატარდეს მიწისქვეშა საწყობის როგორც ოპერირების, ასევე ოპერირების შემდგომ ეტაპზე. აღნიშნულ შეფასებაზე დაყრდნობით შესაძლებელია კონტროლისა და უსაფრთხოების ზომებისა და მისაღებობის კრიტერიუმების დადგენა. აუცილებელია საექსპლუატაციო მახასიათებლების ინტეგრირებული შეფასების ჩატარება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) გეოლოგიური შეფასება; ბ) გეომექანიკური შეფასება; გ) ჰიდროგეოლოგიური შეფასება; დ) გეოქიმიური შეფასება; ე) ბიოსფეროზე ზემოქმედების შეფასება; ვ) ოპერირების ეტაპის შეფასება; ზ) ოპერირებისა და ოპერირების შემდგომი ეტაპების გრძელვადიანი შეფასება; თ) მიწისქვეშა საწყობთან დაკავშირებული ყველა მიწისზედა ობიექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება.
4.
1.
2. 1 გეოლოგიური შეფასება სავალდებულოა დაგეგმილი მიწისქვეშა საწყობის ტერიტორიის გეოლოგიური შეფასება ან დეტალური შესწავლა. ამისათვის აუცილებელია ქანების, ნიადაგებისა და ტოპოგრაფიის ბუნებისა და მახასიათებლების დადგენა. გეოლოგიურმა შეფასებამ უნდა აჩვენოს ტერიტორიის ვარგისიანობა მიწისქვეშა საწყობისათვის. მიწისქვეშა ნაგებობებზე უნდა იყოს გათვალისწინებული გეოლოგიურ ფენებში არსებული რღვევების ან ნაპრალების მდებარეობა, სიხშირე და სტრუქტურა და მიწისქვეშა საწყობის ობიექტებზე სეისმური აქტივობის შესაძლო ზემოქმედება.
4.
1.2.
2. გეომექანიკური შეფასება სათანადო კვლევებითა და პროგნოზირებით უნდა დადგინდეს იმ ღრმულების მდგრადობა, რომელიც გამოყენებული იქნება მიწისქვეშა საწყობისთვის. აღნიშნული შეფასების ნაწილია საწყობში განსათავასებელი ნარჩენების ზემოქმედების შეფასება. ზემოთაღნიშნული გაანალიზებულ და დოკუმენტირებულ უნდა იქნეს სისტემატიზირებული სახით, რათა დადგინდეს: ა) მიწისქვეშა საწყობის ღრმულების შექმნის პროცესში და მას შემდეგ არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი დეფორმაციები როგორც თავად ღრმულში, ასევე მიწის ზედაპირზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს მიწისქვეშა საწყობის მუშაობა ან შექმნას დამაბინძურებლების ბიოსფეროში მოხვედრის პირობები; ბ) ღრმულის მზიდუნარიანობა საკმარისია იმისათვის, რომ არ მოხდეს მისი ჩამოშლა მშენებლობის და ოპერირების პროცესში; გ) განთავსებულ ნარჩენებს უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი ქანების გეომექანიკურ თვისებებთან თავსებადი აუცილებელი მდგრადობა.
4.
1.
2.
3. ჰიდროგეოლოგიური შეფასება აუცილებელია ჰიდროგეოლოგიური თვისებების გამოკვლევა მიმდებარე გეოლოგიურ ფენებში მიწისქვეშა წყლების დინების დასადგენად ქანებთან, ნაპრალებსა და მიწისქვეშა წყლების ნაკადებთან დაკავშირებულ ჰიდრავლიკურ გრადიენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე.
4.
1.
2.4 . გეოქიმიური შეფასება აუცილებელია ქანებისა და მიწისქვეშა წყლების შედგენილობის გამოკვლევა მიწისქვეშა წყლების არსებული შემადგენლობისა და მიწისქვეშა საწყობის გამოყენების შედეგად მისი შესაძლო ცვლილებების, ნაპრალების შემავსებელი მინერალების ბუნებისა და მოცულობის და ადგილობრივი ქანების რაოდენობრივი მინერალოგიური მახასიათებლების შესაფასებლად. ამასთან ერთად უნდა შეფასდეს ნარჩენების მახასიათებლებიდან გამომდინარე ცვალებადობის გავლენა გეოქიმიურ სისტემაზე.
4.
1.2.5 . ბიოსფეროზე ზემოქმედების შეფასება აუცილებელია მიწისქვეშა საწყობის შესაძლო ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი ბიოსფეროს შესწავლა. საჭიროა ფონური კვლევების ჩატარება ყველა სათანადო ნივთიერების ბუნებრივი ფონური დონეების დასადგენად.
4.
1.2 .6. ოპერაციული ეტაპის რისკების შეფასება მიწისქვეშა საწყობის ოპერაციული ეტაპისთვის ჩატარებულმა ანალიზმა უნდა აჩვენოს: ა) შესაძლებელია ღრმულების სტრუქტურული მდგრადობის მიმართ 4.1.2.2. პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება; ბ) განთავსებულ ნარჩენებსა და ბიოსფეროს შორის კონტაქტის მიუღებელი რისკის არარსებობა; გ) ობიექტის ოპერირებაზე გავლენის მქონე რისკების არარსებობა; საექსპლუატაციო უსაფრთხოების დასადასტურებლად აუცილებელია მიწისქვეშა საწყობის ექსპლუატაციის სისტემური ანალიზის ჩატარება განსათავსებელი ნარჩენების ინვენტარიზაციის, ობიექტის მართვის, ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების ამსახველი ინფორმაციის საფუძველზე. შეფასებამ უნდა დაადასტუროს, რომ მიწისქვეშა საწყობში განთავსებული ნარჩენები არ შევლენ ქანებთან ნებისმიერი სახის ისეთ ქიმიურ თუ ფიზიკურ რეაქციაში, რომლებსაც შეუძლიათ კლდოვანი ფენის სიმტკიცისა და მიწისქვეშა საწყობის სტრუქტურული მთლიანობის დარღვევა. აქედან გამომდინარე, გარდა იმ ნარჩენებისა, რომელთა განთავსებაც აკრძალულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, მიწისქვეშა საწყობში არ მიიღება სპონტანურად აალებადი (თავისთავად ან სხვა ნარჩენებთან კომბინაციით) ნარჩენები, აირისებრი პროდუქტები, აქროლადი ნარჩენები და გაურკვეველი ნარევები. ოპერაციული ეტაპის შეფასებამ უნდა გამოავლინოს ყველა ის შესაძლო სიტუაცია ან შემთხვევა, რომლებმაც შეიძლება შექმნან ნარჩენებისა და ბიოსფეროს კონტაქტის პირობები. ოპერაციული ეტაპის სხვადასხვა სახის რისკები უნდა დაჯგუფდეს კატეგორიებად და შეფასდეს მათი შესაძლო ზემოქმედებები. შეფასების პროცესმა უნდა აჩვენოს, რომ არ არსებობს ისეთი მიუღებელი რისკები, რომლებსაც შეუძლიათ მიწისქვეშა საწყობის იზოლაციის დარღვევა. ნებისმიერი ისეთი შესაძლო რისკისთვის, რომელიც არ გამორიცხავს მიწისქვეშა ობიექტის მოწყობის შესაძლებლობას, გამოვლენილ და შემუშავებულ უნდა იქნეს სათანადო რეაგირების ზომები.
4.
1.
2.7. ოპერირებისა და ოპერირების შემდგომი ეტაპების გრძელვადიანი ზემოქმედებისა და რისკების შეფასება რისკების შეფასებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ობიექტის გრძელვადიანი ზემოქმედებებიც. უნდა დადასტურდეს, რომ მიწისქვეშა საწყობის სასიცოცხლო ციკლის ოპერირების შემდგომი გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში არ შეიქმნება ნარჩენებისა და ბიოსფეროს კონტაქტის ხელშემწყობი პირობები. მიწისქვეშა საწყობის ბარიერები (მაგ., ნარჩენების ხარისხი, საინჟინრო ნაგებობები, ჭებისა და თხრილების ამოვსება და შემჭიდროება), მიმღები კლდის მახასიათებლები, მიმდებარე ქანები და ზედმეტი დატვირთვა უნდა შეფასდეს რაოდენობრივად გრძელვადიანი პერიოდისთვის და განისაზღვროს არსებული მონაცემებისა ან კონსერვატიული დათქმების საფუძველზე. გათვალისწინებულ უნდა იქნეს გეოქიმიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები, როგორიცაა მიწისქვეშა წყლების ნაკადები, ბარიერის ეფექტიანობა, ბუნებრივი გამოფიტვა და განთავსებული ნარჩენების ჟონვასთან დაკავშირებული მახასიათებლები. დაგეგმილი მიწისქვეშა საწყობის გრძელვადიანი უსაფრთხოება უნდა დადასტურდეს უსაფრთხოების შეფასებით, რომელიც მოიცავს დროის კონკრეტულ მონაკვეთში (მაგ. დახურვის დრო) მიწისქვეშა საწყობის არსებული საწყისი მდგომარეობის აღწერას და სცენარს, რომელიც ავლენს და აღწერს გეოლოგიური დროის განმავლობაში მოსალოდნელ მნიშვნელოვან შესაძლო ცვლილებებს. მიწისქვეშა საწყობიდან შესაძლო სახიფათო ნივთიერებების გამოსვლის შედეგები უნდა შეფასდეს სხვადასხვა სცენარებით, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება ბიოსფეროს, გეოსფეროს და მიწისქვეშა საწყობის შესაძლო ევოლუცია გრძელვადიან პერიოდში. გრძელვადიანი რისკების შეფასების დროს არ ხდება კონტეინერების და ღრმულების საფარის გათვალისწინება მათი სიცოცხლის ხანმოკლე ციკლის გამო.
4.1.2.8. მიწისზედა ობიექტების ზემოქმედების შეფასება მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა საწყობში მიღებული ნარჩენები განკუთვნილია მიწისქვეშა განთავსებისთვის, ისინი უნდა ჩამოიტვირთოს, შემოწმდეს და სავარაუდოდ დაყოვნდეს მიწის ზემოთ მიწისქვეშა საწყობში განთავსებამდე. ნარჩენების მიმღები ობიექტები უნდა დაპროექტდეს და იმუშაოს ისე, რომ გამოირიცხოს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაზიანება. მიწისზედა ობიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ ნარჩენების მიღების ობიექტებისათვის დადგენილი მოთხოვნები.
4.1.2.9. სხვა რისკების შეფასება მიწისქვეშა საწყობის ტერიტორიაზე არსებული კონკრეტული პირობებისა და სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა შესაძლო რისკების შეფასებაც. აღნიშნული შეფასება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგს: ა) მომუშავე პერსონალის დაცვის მიზნით, ნარჩენების განთავსება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ისეთ მიწისქვეშა საწყობში, რომელიც საიმედოდ არის იზოლირებული სამთო-მომპოვებითი საქმიანობებისაგან. ბ) მიწისქვეშა საწყობში არ უნდა ხდებოდეს ისეთი ნარჩენების მიღება, თუ ისინი შეიცავენ ან შესაძლოა გამოყონ სახიფათო ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ ადამიანის ჯანმრთელობა მაგ. გადამდები დაავადებების პათოგენური მიკრობები.
4.2. ნარჩენების მიწისქვეშა საწყობში განთავსება 4.2.1. დაუშვებელი ნარჩენები ამ დანართის 1.2.1.-1.2.8. პუნქტებში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მიწისქვეშა საწყობში არ შეიძლება განთავსდეს: ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ნარჩენები; ბ) ნარჩენები და მათი კონტეინერები, რომლებიც შენახვის პირობებში შეიძლება შევიდნენ რეაქციაში წყალთან ან ადგილობრივ ქანებთან და გამოიწვიონ მოცულობის ცვლილება, თვითაალებადი ან ტოქსიკური ან ფეთქებადი ნივთიერებების ან აირების წარმოქმნა, ან ნებისმიერი სხვა რეაქცია, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საექსპლუატაციო უსაფრთხოებას და/ან საწყობის სტრუქტურულ მთლიანობას; გ) ბიოდეგრადირებადი ნარჩენები; დ) ძლიერი სუნის მქონე ნარჩენები; ე) ნარჩენები, რომლებსაც შეუძლიათ წარმოქმნას აირისა და ჰაერის ნარევი, რომელიც ტოქსიკურია ან ფეთქებადი და რომელსაც შეუძლია: გამოიწვიოს ტოქსიკური აირების გაფრქვევა ან დაგროვება, წარმოქმნას ისეთი კონცენტრაციები კონტეინერში, რომელიც 10%-ით აღემატება მასალის ფეთქებადობის ქვედა ზღვრის შესაბამის კონცენტრაციას; ვ) ნარჩენები, რომელთა მდგრადობა არასაკმარისია გეომექანიკური პირობებისა თუ შეზღუდვებისთვის; ზ) შენახვის გათვალისწინებულ პირობებში თვითაალებადი ან სპონტანურად აალებადი ნარჩენები, აირისებრი პროდუქტები, აქროლადი ნარჩენები, შეგროვების პუნქტებიდან მიღებული ნარჩენების გაურკვეველი ნარევები; თ) ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ ან შეიძლება წარმოქმნან გადამდები დაავადებების პათოგენური წყაროები ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად. აუცილებელია იმ ნარჩენების იდენტიფიცირება და თავსებადობის ჯგუფებში გადანაწილება, რომლებსაც ერთმანეთთან რეაქციაში შესვლა შეუძლიათ. თავსებადობის სხვადასხვა ჯგუფები მიწისქვეშა საწყობში ერთმანეთისგან ფიზიკურად უნდა იქნეს განცალკევებული.
4.2.2. მიწისქვეშა განთავსებისთვის მისაღები ნარჩენების ნუსხა ინერტული, სახიფათო და არასახიფათო ნარჩენები, გარდა ამ დანართის 4.2.1 პუნქტით გათვალისწინებული ნარჩენებისა, შეიძლება განთავსდეს მიწისქვეშა საწყობში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიების შესაბამისად.
4.
2.
3. ტერიტორიისათვის დამახასიათებელი რისკების შეფასება ნებისმიერ მიწისქვეშა საწყობში ნარჩენების მიღება უნდა განხორციელდეს ამ ადგილის რისკების შეფასების შედეგების საფუძველზე. მიწისქვეშა საწყობში მისაღები ნარჩენებისთვის ჩასატარებელმა ტერიტორიის რისკების შეფასებამ, რომელიც აღწერილია ამ დანართის 4.1.2. პუნქტებში, უნდა აჩვენოს, რომ მიწისქვეშა საწყობის ბიოსფეროდან იზოლაციის დონე მისაღებია და არ უქმნის მნიშვნელოვან რისკებს ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს. კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს შენახვის პირობებში.
4.
2.
4 . მიღების პირობები ნარჩენების განთავსება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ისეთ მიწისქვეშა საწყობში, რომელიც საიმედოდ არის იზოლირებული სამთო-მომპოვებითი საქმიანობებისაგან. აუცილებელია იმ ნარჩენების იდენტიფიცირება და თავსებადობის ჯგუფებში გადანაწილება, რომლებსაც ერთმანეთთან რეაქციაში შესვლა შეუძლიათ. თავსებადობის სხვადასხვა ჯგუფები მიწისქვეშა საწყობში ერთმანეთისგან ფიზიკურად უნდა იქნეს განცალკევებული.
4.
3. მკვრივ ქანებში განთავსებული ნარჩენების მიწისქვეშა საწყობი მკვრივ ქანებში ღრმა ჩაშვება აქ განსაზღვრულია, როგორც ნარჩენების მიწისქვეშ განთავსება რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე, სადაც მკვრივი ქანები მოიცავს სხვადასხვა ვულკანურ ქანს, მაგ. გრანიტს ან გნეისს. აღნიშნული ქანები შეიძლება მოიცავდეს დანალექ ქანებს, მაგ. კირქვას და ქვიშაქვას.
4.3.1. უსაფრთხოების კონცეფცია – ნარჩენების მკვრივ ქანებში დიდ სიღრმეზე განთავსებით შესაძლებელია მომავალ თაობებს ავარიდოთ ნარჩენებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული საწყობები უნდა მოეწყოს ისე, რომ არ გახდეს საჭირო მათი ტექნიკური მომსახურება, არ შეუშალოს ხელი ნარჩენების აღდგენისა და მომავალი მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელებას. საწყობი უნდა დაპროექტდეს ისე, რომ დღევანდელი თაობების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედებები ან ვალდებულებები არ გადავიდეს მომავალ თაობებზე. ნარჩენების მიწისქვეშ განთავსების უსაფრთხოების კონცეფციის მთავარ იდეას ნარჩენების ბიოსფეროდან იზოლაცია და ნარჩენებიდან დამაბინძურებლების ბუნებივი გზით შეკავება წარმოადგენს. სახიფათო ნარჩენების ცალკეული სახეების შემთხვევაში აუცილებელია ადამიანებისა და გარემოს დაცვა ნარჩენების ზემოქმედებისგან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ხანგრძლივი დროის პერიოდში იგულისხმება რამდენიმე ათასი წელი. დაცვის ასეთი ხარისხის უზრუნველყოფა შესაძლებელია ნარჩენების მკვრივ ქანებში დიდ სიღრმეზე განთავსებით. ეს უკანასკნელი შეიძლება განხორციელდეს როგორც ყოფილ მაღაროში, სადაც უკვე აღარ მიმდინარეობს მოპოვება, ასევე სპეციალურად მოწყობილ ახალ საწყობში. ნარჩენების მკვრივ ქანებში განთავსების დროს სრული იზოლაციის უზრუნველყოფა არ ხდება. ამ შემთხვევაში მიწისქვეშა საწყობი უნდა მოეწყოს ისე, რომ დამაბინძურებლების ბუნებრივი შეკავება მოხდეს მიმდებარე ფენების მიერ და მათი ზემოქმედება შემცირდეს ისეთ დონემდე, რომ არ გამოიწვიოს შეუქცევადი უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე. ეს ნიშნავს იმას, რომ დამაბინძურებლების შეკავებისა და დეგრადაციის უნარი, რომელიც გააჩნია მიმდებარე გარემოს, განაპირობებს იმას, მისაღებია თუ არა მიწისქვეშა საწყობიდან დამაბინძურებლების გამოყოფის დონე. წყლის ხარისხის შენარჩუნებასთან დაკავშირებული საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ მიწისქვეშა საწყობის გრძელვადიანი უსაფრთხოების დადასტურებით 4.1.2.7. პუნქტის შესაბამისად. ნარჩენების დიდ სიღრმეზე განთავსების სისტემის ეფექტიანობა უნდა შეფასდეს კომპლექსურად, სისტემის სხვადასხვა კომპონენტების ფუნქციების გათვალისწინებით. ნარჩენების მკვრივ ქანებში დიდ სიღრმეზე განთავსების შემთხვევაში ნარჩენების საწყობი უნდა მოეწყოს მიწისქვეშა წყლების დონეზე დაბლა. ზოგადად, მიწისქვეშა წყლებში დამაბინძურებლების პირდაპირი ჩაშვება აკრძალულია. აუცილებელია ზომების მიღება მიწისქვეშა წყლის ობიექტების მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად. ნარჩენების მკვრივ ქანებში დიდ სიღრმეზე განთავსების შემთხვევაში ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, რადგან საწყობში განთავსებული სახიფათო ნივთიერებები ვერ მიაღწევს ბიოსფეროს, მათ შორის ბიოსფეროსთან კონტაქტში მყოფ მიწისქვეშა წყლების სისტემის ზედა ნაწილებს, ისეთი მოცულობით ან კონცენტრაციით, რომელსაც შეუძლია უარყოფითი ზემოქმედების მოხდენა. აქედან გამომდინარე, შესწავლილ უნდა იქნეს ბიოსფეროსკენ და თავად ბიოსფეროში წყლის მოძრაობის სქემა. უნდა შეფასდეს ცვალებადობის ზეგავლენა გეოჰიდრავლიკურ სისტემაზე. მკვრივ ქანებში დიდ სიღრმეზე არსებული ნარჩენების საწყობში მოსალოდნელია აირების წარმოქმნა დროთა განმავლობაში ნარჩენების, შესაფუთი მასალისა და საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობის გაუარესების გამო. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იყოს ნარჩენების მკვრივ ქანებში დიდ სიღრმეზე განთავსებისთვის საწყობის დაპროექტების პროცესში.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე