1.დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით.
2.მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება.
3.კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება.
4.კომისია უფლებამოსილია არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
5.განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
6.ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
7.კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 თავი VII. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი და პასუხისმგებლობა მუხლი 43. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი 1. კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
2.კომისია აკონტროლებს ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი და სპეციალური ქსელებით საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, რომელთა შეუსრულებლობისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხს აგებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
3.კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირების, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის შესაბამისი დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში კომისია აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.
4.ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
5.საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია გამოიყენოს ის ადმინისტრაციული უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მაგრამ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.
6.კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ავტორიზებული პირის პასუხისმგებლობა იმავე კანონით განისაზღვრება. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1929 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7131 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.





