1.ჩარტერში ძირითადი რეკვიზიტების სახით აღნიშნული უნდა იყოს: ა) მხარეების დასახელება; ბ) გემის დასახელება; გ) ტვირთის დასახელება; დ) დატვირთვისა და დანიშნულების ნავსადგურები (გემის მოძრაობის მიმართულება); ე) გადაზიდვის ღირებულება (ფრახტი); ვ) მხარეთა ძირითადი მოვალეობანი და გადაზიდვის პირობები.
2.მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ჩარტერში შეიძლება შეიტანონ სხვა დამატებითი პირობები.
3.ჩარტერს ხელს აწერენ გამფრახტველი და დამფრახტველი ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები.

