Статья 126
1. გადამზიდავი ვალდებულია წინასწარ, რეისის დაწყებამდე, გემი: ა) მოიყვანოს სანაოსნო მდგომარეობაში; ბ) უზრუნველყოს მისი ტექნიკური მზადყოფნა ზღვაოსნობისათვის; გ) სათანადოდ აღჭურვოს და მოამარაგოს; დ) დააკომპლექტოს ეკიპაჟით; ე) მოაწესრიგოს ტრიუმები და ყველა სხვა სათავსო, რომლითაც ხდება ტვირთის გადაზიდვა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტვირთის სათანადოდ მიღება, გადაზიდვა და შენახვა.
2. გადამზიდავი პასუხს არ აგებს გემის არასანაოსნო მდგომარეობაზე, თუ დაამტკიცებს, რომ ეს გამოწვეულია ნაკლოვანებებით, რომელთა გამოვლენაც, გამოჩენილი სათანადო მზრუნველობის მიუხედავად, შეუძლებელი იყო (ფარული დეფექტები).
3. მხარეების შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლის პირველ ნაწილს, ბათილია. მუხლი 127 ტვირთის გამგზავნი ვალდებულია გადამზიდავს დროულად გადასცეს ტვირთთან დაკავშირებული ყველა საბუთი ნავსადგურის , სანიტარიული და სხვა ადმინისტრაციული წესების , აგრეთვე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად . ტვირთის გამგზავნი პასუხისმგებელია გადამზიდავის წინაშე მისთვის აღნიშნული საბუთების დაგვიანებით გადაცემით , არასწორად ან არასრულად შედგენით გამოწვეული ზიანისათვის .
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
